სარკე
სარკე – გაპრიალებულ ზედაპირიანი ტანი, რომელიც იძლევა საგნების ოპტიკურ გამოსახულებას (მათ შორის სინათლის წყაროს) და ირეკლავს სინათლის სხივებს. სარკე არსებობს: ბრტყელი, რომელიც იძლევა უაბერაციო გამოსახულებას; ჩაზნექილი და ამოზნექილი სხვადასხვა ფორმის ზედაპირით, რომლებიც ფლობენ ყველა სახის აბერაციას (ქრომატულის გარდა).
ტექნიკური დანიშნულების მინის სარკე მზადდება ამრეკლავი ფენით, რომლისთვისაც გამოიყენება ოქრო, ვერცხლი, ტყვია, ალუმინი, პალადიუმი, პლატინა, ქრომი, ნიკელი და სხვ. ტექნიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჩაზნექილზედაპირიანი სარკეები (ტელესკოპი, სამედიცინო რეფლექტორი, პროჟექტორი და სხვ.). ლინზებთან ერთობლიობაში სარკე ქმნის სარკელინზის სისტემების ფართო ჯგუფს, რომელიც წარმატებით გამოიყენება სამრეწველო ხელსაწყოებში, ასტრონომიაში, ფოტოგრაფიასა და სხვ. მშენებლობაში სარკე გამოიყენება ინტერიერებისა და ფასადების მოსაწყობად, ტიხრებად დარბაზებში და ა.შ.