პლატინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თვითნაბადი პლატინა

პლატინა (ესპ. platina < plata ვერცხლი) – ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pt. სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს და „platina del Pinto“ უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი“. ის მკვრივი, ძნელადდნობადი, კოროზიამედეგი, ძვირფასი მონაცრისფრო-თეთრი ფერის ლითონია. დნობის ტემპერატურა – 1773,5°C, სიმკვრივე – 21500 კგ/მ3. ხშირად გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, რომელიც ამ ლითონის 80%-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე. პლატინისგან ამზადებენ კატალიზურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, ბიმეტალებს, თერმორეზისტორებს, საიუველირო ნაკეთობებსა და სხვ. გამოიყენება ატომურ და ქიმიურ რეაქტორებში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები