ნიკელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკელი

ნიკელი − (გერმ. kupfernickel სიტყვასიტყვით „სპილენძის დემონი” < kupfer სპილენძი და nickel დემონი, არამზადა) – ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-თეთრი გარდამავალი, მბზინვარე, პლასტიკური, ჭედადი ლითონი მცირე ოქროსფერი შეფერილობით.

სიმბოლო Ni;
სიმკვრივე – 8908 კგ/მ3;
დნო-ბის ტემპერატურა – 1455°C;
დუღილის ტემპერატურა – 2730°C.

გამოირჩევა კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით, რის გამოც მას იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად, მონეტების წარმოებაში, მაგნიტებსა და მრავალი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსა თუ ნივთის დასამზადებლად; ნიკელიანი და ქრომნიკელიანი უჟანგავი ფოლადის, სუპერშენადნობების (მონელმეტალი, თეთრი ოქრო, ნიქრომი, ინვარი და სხვ.), აკუმულატორების წარმოებაში; სპილენძთან, რკინასთან, ალუმინთან ერთად სხვადასხვა შენადნობის მისაღებად; ცხიმების ჰიდროგენიზაციის პროცესში კატალიზატორად და ა.შ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები