ქრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრომი – (ბერძ. chrōma ფერი) მბზინვარე მძიმე ლითონი. სიმკვრივე – 7190 კგ/მ3. ძნელად ლღვება. დნობის ტემპერატურა – 1890°C; დუღილის ტემპერატურა – 2480°C. თანამედროვე დასახელება – კროკოიტი. ელემენტის დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან (ფერი, საღებავი) – მისი ნაერთების შეფერილობის მრავალფეროვნების გამო.

ქრომის ყველაზე დიდი საბადოები გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ყაზახეთში, რუსეთში, ზიმბაბვეში, მადაგასკარში, ასევე თურქეთში, ინდოეთში, სომხეთში, ბრაზილიაში, ფილიპინებზე.

ანსხვავებენ ქრომის სამ ძირითად მინერალს: მაგნოქრომიტი, ქრომპიკოტიტი და ალუმოქრომიტი. გარეგნულად ქრომი ფოლადს ჰგავს. ის ყველაზე მაგარი ლითონია, რომელიც მხოლოდ ვოლფრამს უთმობს უპირატესობას. კარგად ჭრის მინას. მდგრადია ჰაერზე. 2000°C ტემპერატურაზე იწვის მწვანე ფერის ქრომის ოქსიდის წარმოქმნით CrO3, რომელიც ამფოტერული თვისებებით ხასიათდება. ქრომის შენადნობი რკინასთანფეროქრომი გამოიყენება ლეგირებული ფოლადის საწარმოებლად. ქრომის გამოყენება დაფუძნებულია მის სიმაგრესა და კოროზიამედეგობაზე. ქრომი უჟანგავი ფოლადის კომპონენტია. ფეროქრომში ქრომის მასითი წილი 60%-ია. გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასაფარავად. ლამაზი გარეგნული სახის მისაცემად კალიუმის, ნატრიუმის ამონიუმის დიქრომატები გამოიყენება ტყავის თრიმვლისათვის, ასანთის, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში. ქრომატებს, ბიქრომატებს, თუთიის ქლორიდს, სპილენძის სულფატს, ნატრიუმის არსენატს და ზოგიერთ სხვა ქრომის შემცველ ნივთიერებას წარმატებით იყენებენ მერქნის ანტიპირენებისა და ანტისეპტირებისათვის, რაც ზრდის ხის მედეგობას სოკოების, ბაქტერიების, ტენისა და ღია ცეცხლის მიმართ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები