მადაგასკარი
მადაგასკარი (Madagascar – მადაგასკარის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარსა და მის ახლომდებარე მცირე კუნძულებზე.
ფართობი – 595,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 20,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – მალაგასიური და ფრანგული.
დედაქალაქი – ქ. ანტანანარივუ.
ადმინისტრაციულად იყოფა 6 პროვინციად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – მთავრობას. დამოუკიდებელობა მიიღო 1960 წლის 26 ივნისს. მადაგასკარი აგრარული ქვეყანაა.
საზღვაო პორტებია: ტუამასინა, ტულიარა, ანცერანანა.
საერთაშორისო აეროპორტი – ანტანანარივუ.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 13,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 12,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,5 ათ და სამხედრო-საზღვაო 0,5 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.