ვოლფრამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლფრამი – ქიმიური ელემენტი, სიმბოლო W, მძიმე ძნელდნობადი ღიანაცრისფერი ლითონი;

სიმკვრივე – 19250 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 3422°C;
დუღილის ტემპერატურა – 5555°C.

ბუნებაში გვხვდება ვოლფრამის მინერალის ვოლფრამიტის [(Fe, Mn)WO4, შესაბამისად, რკინისა და მანგანუმის ვოლფრამატი – ფერბერიტი და გუბნერიტი] და, შეელიტის (CaWO4 კალციუმის ვოლფრამატი) სახით, საიდანაც მას იღებენ ფხვნილთა მეტალურგიის მეშვეობით. ვოლფრამი 1600°C ტემპერატურაზე ხდება ჭედადი, რაც საშუალებას იძლევა მისგან მივიღოთ წვრილი ძაფი. აქვს მაღალი კოროზიამედეგობა. ფართოდ გამოიყენება ფოლადის ლეგირებისთვის, ძნელდნობადი, მაგარი, მძიმე, ცვეთამედეგი და მხურვალმედეგი შენადნობების წარმოებაში, ნათურებში ვარვარების ძაფისათვის, ელექტროდად არგონ-რკალურ შედუღებაში, აგრეთვე რადიოტექნიკასა და რადიოელექტრონიკაში დეტალების დასამზადებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები