ლეგირებული ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ლეგირებული ფოლადიფოლადი, რომელსაც საექსპლუატაციო და ტექნოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად დამატებული აქვს მალეგირებელი ელემენტები.

ლეგირებული ფოლადი შეიძლება იყოს: მცირედ ლეგირებული (მალეგირებელი ელემენტების რაოდენობა 2,5%-დე), საშუალოდ ლეგირებული (2,5-10%) ან უხვად ლეგირებული (10%-ზე მეტი).

ლეგირებული ფოლადის კლასიფიკაცია ხდება სტრუქტურის, დანიშნულებისა და შედგენილობის მიხედვით.

სტუქტურის მიხედვით ლეგირებული ფოლადი იყოფა რამდენიმე კლასად:
პერლიტური კლასი (პერლიტის ან მისი რომელიმე სახეობის – სორბიტის, ტროსტიტისა და მისთანთა სტრუქტურის მქონე ფოლადები);
მარტენსიტული კლასი (დაბალია ამ კლასის ფოლადების წრთობის კრიზისული სიჩქარე; ნორმალიზაციის შემდეგ მათ აქვთ მარტენსიტის სტრუქტურა);
აუსტენიტური კლასი (დამახასიათებელია აუსტენიტის დაშლის მეტად დაბალი ტემპერატურა);
ფერიტული კლასი (შეიცავს აუსტენიტის არის შემამცირებელ ელემენტებს);
კარბიდული კლასი (გაერთიანებულია ისეთი ფოლადები, რომლებშიც ნახშირბადისა და კარბიდის წარმომქმნელი ელემენტები შედარებით დიდი რაოდენობითაა).

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე უჟანგავ, მხურვალმტკიცე, მხურვალმედეგ, ცვეთაგამძლე და სხვა ფოლადებსა და შენადნობებს. ხოლო შედგენილობის მიხედვით – ნიკელიან, ქრომიან, ქრომნიკელიან, ქრომნიკელმოლიბდენიან, ქრომმანგანუმაზოტიან და სხვ. ლეგირებულ ფოლადებს. ლეგირებული ფოლადის მარკირება ხდება მათი ქიმიური შედგენილობის შესაბამისად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები