ნახშირბადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახშირბადი – ქიმიური ელემენტი.

სიმბოლო – C;
სიმკვრივე – 1800-2100 კგ/მ3 (გრაფიტი 2267 კგ/მ3; დიამონდი 3515 კგ/მ3);
სუბლიმაციის (აქროლების) ტემპერატურა – 3642°C;
დუღილის ტემპერატურა – 3506,85°C;
კრიტიკული წერტილი – 3856,85.

მიეკუთვნება არამეტალებს. ცნობილია მისი რამდენიმე ალოტროპიული სახეცვლილება – გრაფიტი, ალმასი და ამორფული ნახშირი. ალმასი ცნობილია, როგორც უფერო, გამჭვირვალე, ძალიან მაგარი ნივთიერება, გრაფიტი კი შავი ფერის, რბილი ნივთიერებაა, რომელიც ფურცელზე ტოვებს კვალს. არაორგანული ნახშირბადი უდიდესი წყაროა კირქვა, დოლომიტი და ნახშირბადის დიჟანგი , თუმცა მნიშვნელოვანი რაოდენობა გვხვდება ქვანახშირის ორგანულ ფენებში, ნავთობში, ტორფში. მეოთხე ელემენტია მთელ სამყაროში გავრცელების მიხედვით – წყალბადის, ჰელიუმის და ჟანგბადის შემდეგ (მასის მიხედვით).

ნახშირბადის უნიკალური თვისება – დედამიწაზე არსებულ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე წარმოქმნას პოლიმერული ფორმები, მას ხდის სიცოცხლის ქიმიურ საწყისად ყველა სხვა ცნობილ ელემენტებს შორის. ნახშირბადი ქმნის ათ მილიონამდე სხვადასხვა ნაერთს! ნახშირბადთან დაკავშირებული წყალბადი იძლევა სხვადასხვა ნახშირწყალბადს, რომლებიც მნიშვნელოვანია ინდუსტრიაში, როგორც გამაცივებელი აგენტები, ასევე გამხსნელები, საცხი ნივთიერებები; ასევე წარმოადგენენ ქიმიურ წყაროს პლასტმასებისა და საწვავი ნივთიერებების წარმოებაში. ჟანგბადთან და წყალბადთან შეერთებით ნახშირბადს შეუძლია მოგვცეს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნაერთები, მათ შორის შაქარი, ლიგნინი, ხიტინი, ალკოჰოლი, ცხიმი და არომატული ეთერი, კაროტინოიდი და ტერპენი. აზოტთან ის წარმოქმნის ალკალოიდებს და გოგირდთან შეერთებით იძლევა ანტიბიოტიკებს, ამინომჟავებსა და რეზინის პროდუქტებს.

ნახშირბადი აღმოჩენილი იქნა დიდი ხნის წინ და ცნობილი იყო ადრეულ ცივილიზაციაში ჭვარტლისა და ქვანახშირის სახით. ალმასს ჩინეთში ჯერ კიდევ ახ. წ.-მდე 2500 წლით ადრე იცნობდნენ. ნახშირბადი ქვანახშირის სახით რომის იმპერიის დროიდან მიიღებოდა იგივე ქიმიით, რაც დღეს – ხის მშრალი გამოხდით. 1722 წელს რიმორმა აჩვენა, რომ რკინა შეიძლება გადაიქცეს ფოლადად ზოგი ნივთიერების შთანთქმისას და ეს ნივთიერება ცნობილია, რომ არის ნახშირბადი. 1722 წელს ა. ლავუაზიემ უჩვენა, რომ ალმასი არის ნახშირბადის ფორმა, როდესაც ის იწვის. კ. შეელემ უჩვენა, რომ გრაფიტი, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ის არის ტყვიის ერთ-ერთი ფორმა, სინამდვილეში არის ნახშირბადი. 1786 წელს ფრანგმა მეცნიერებმა კ. ბერთოლემ, გ. მონგმა და ს. ვანდერმონდმა შემდგომში უჩვენეს, რომ ეს ნივთიერება ნახშირბადია. ალმასის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დეპოზირებულია აფრიკაში, უმეტესად სამხრეთ აფრიკაში, ნამიბიასა და კონგოში. ის არის აგრეთვე კანადაში, ბრაზილიაში, რუსეთის არქტიკაში, ავსტრიაში. გრაფიტის კომერციული ბუნებრივი მარაგი გვხვდება დედამიწის ბევრ ნაწილში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიასა და ჩრდილოეთ კორეაში. ნახშირბადის და მისი ნაერთების გამოყენების სფერო განუსაზღვრელია. დღეისათვის წარმოუდგენელია ნახშირბადის გარეშე ისეთი წარმოებების ფუნქციონირება, როგორიცაა: მეტალურგია, ქიმიური ინდუსტრია, პლასტმასები, მინა, საშენი მასალები, მსუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა, მედიცინა და ა.შ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები