წყალბადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალბადი – მსუბუქი უფერო აირი, ელემენტების პერიოდულ სისტემაში პირველი ელემენტი.
სიმბოლო – H.
სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში – 70-71 კგ/მ3;
სიმკვრივე ნორმალურ პირო-ბებში – 0,0899 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – –259,16°C;
დუღილის ტემპერატურა – –252,879°C.

წყალბადი ჰაერთან ან ჟანგბადთან ნარევში წვადი და ფეთქებადსაშიშია. მსუბუქია ჰაერზე 14,5-ჯერ. წყალბადის მოლეკულა ორატომიანია (H2). 1766 წელს ინგლისელმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა ჰენრი კავენდიშმა გამოიკვლია ეს აირი და მას „წვადი ჰაერი” უწოდა. 1783 წელს, სპეციალური გაზომეტრების გამოყენებით ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ლავუაზიემ და ინჟინერმა ჟან მენიემ მოახდინეს წყლის სინთეზი, ხოლო შემდეგ კი მისი ანალიზი. ცდების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადი წყლის შემადგენლობაში შედის. 1787 წელს ლავუაზიე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალბადი წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს. მე-18 და მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე დადგინდა, რომ ქიმიურ ელემენტებს შორის, წყალბადის ატომს აქვს ყველაზე მცირე მასა, რის გამოც ეს სიდიდე ეტალონად იქნა მიჩნეული.

წყალბადი შეიძლება არსებობდეს როგორც თხევად, ისე მყარ მდგომარეობაში. წყალბადი შედის თითქმის ყველა ორგანული ნივთიერების შემადგენლობაში და არის ყველა ცოცხალ უჯრედში. წ. ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში (88,6%). მიიღება წყლის ორთქლის კონვერსიით (1000°C ტემპერატურაზე), მარილების წყლიანი ხსნარების ელექტროლიზით, ნახშირწალბადების კრეკინგითა და რიფორმინგით, ლაბორატორიული გზითა და სხვ. კარგად იხსნება ზოგიერთ მეტალში (Fe, Ni, Pt, Pd და სხვ.). მყარი წყალბადი თოვლისებრი მასაა სიმკვრივით 80,7 კგ/3. გამოიყენება: პლასტმასის, ამიაკის, მეთანოლის, საპონის, მარგანინისა და სარაკეტო საწვავის წარმოებაში. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები ავტომობილებში მისი საწვავად გამოყენებისათვის. წყალბადის ძრავები არ აჭუჭყიანებს გარემოს და გამოყოფს მხოლოდ წყლის ორთქლს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები