აბერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბერაცია — (ლათ. aberrātiō(n-) გადახვევა, გადახრა < aberrāre ნორმიდან გადახრა, გზის აცდენა) –
- ოპტიკურ სისტემებში — (ლინზა, ფოტოაპარატი, მიკროსკოპი) მიღებული გამოსახულების დამახინჯება – სინათლის სხივების გადახრა ლინზის ფოკუსური წერტილიდან; გამოსახულებათა ცთომილებანი რომელთაც იძლევა ოპტიკური სისტემები.
- სინათლისა ასტრონომიაში — მზის სინათლის სხივების ხილული გადახრა დედამიწის მოძრაობის სიჩქარის გავლენით; მოცემულ მომენტში ცის სფეროზე ვარსკვლავის ხილული მდებარეობის წანაცვლება დედამიწის მოძრაობის მიმართულებით.
- მათემატიკა — წყობის ან ფუნქციის გადახრა ტიპური ნორმიდან;
- გადატანითი მნიშვნელობით — შეცდომა აზროვნების პროცესში, შემთხვევითი ცდომილება.
აბერაციის სახეებია: არასიმეტრიული, გრძივი, ელექტრონულ-ოპტიკური, ოპტიკური, სიმეტრიული, სფერული, ფაზური, ქრომატული და სხვ.