გიორგი მთაწმინდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(3 მომხმარებლების 19 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Giorgi mtawmindeli.jpg|მარჯვნივ|250პქ||]]
+
[[ფაილი:Giorgi mtawmindeli.jpg|thumb|200პქ|'''გიორგი მთაწმინდელი (მ. საბინინის მიხედვით)''']]
'''გიორგი მთაწმინდელი''' - წმ. [[ათონი (მთა)|ათონის მთაზე]] თორნიკეს [[ბერი|ბერად]] აღკვეცის შემდეგ უამრავმა [[ქართველები|ქართველმა]] მოიყარა თავი, მაგრამ ქართველ ათონელ მამათაგან მაინც ყველაზე გამორჩეულნი იყვნენ წმ. იოანე და მისი შვილი ექვთიმე მთაწმინდელები და წმ. გიორგი მთაწმინდელი.
+
  
გიორგი ივერიელი დაიბადა თრიალეთში 1009 წ. მდიდარ ოჯახში. მამამისი იაკობი, მეფე [[გიორგი I]]-ის ელჩი იყო სპარსეთის შაჰის კარზე.
+
'''გიორგი მთაწმინდელი''' - (ათონელი) (1009-1065/66), საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, [[ათონი]]ს ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად).  
  
1034 წელს [[საქართველო|საქართველოში]] აღიკვეცა ბერად და წავიდა შავ მთაზე, სადაც სამი წელი იყო გიორგი დაყუდებულის მორჩილებაში.
+
გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, [[გიორგი მცირე|გიორგი მცირის]] ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში – „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა [[სამცხე|სამცხიდან]] ყოფილა, თვითონ კი [[თრიალეთი|თრიალეთში]] დაიბადა, მორწმუნე და ღვთისმსახური მშობლების ოჯახში. მამას იაკობი ერქვა, დედას – მარიამი. იაკობი მეფე [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I]]-ის (1014-1027) ახლობელი და ერთგული თანამოაზრე იყო; მეფე მას ზოგჯერ საპასუხისმგებლო („საერთგულო“) მისიით გზავნიდა სპარსეთში. დაკისრებულ მოვალეობას იაკობი ყოველთვის წარმატებით ასრულებდა და მეფის მადლობასაც იმსახურებდა იაკობსა და მარიამს ექვსი შვილი შეეძინათ – სამი ვაჟი და სამი ქალი. გიორგი მესამე შვილი იყო, რომელიც თეკლასა და თეოდორეს შემდეგ შეეძინათ მშობლებს. შვიდი წლისა რომ გახდა თეკლა, მშობლებმა იგი, აღთქმის მიხედვით, ღმერთს შესწირეს და აღსაზრდელად ჩააბარეს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარს, საბაიას (სამცხეში). ამავე მონასტერს მიაბარეს მშობლებმა შვიდი წლის გიორგიც, ისიც საღვთო შესაწირავად, რათა სამონაზვნო ღვაწლით ემსახურა ღვთისთვის. ტაძრისში ყრმა გიორგი თავისი დისგან სწავლობდა საღვთო წერილს და იმთავითვე გონების სიმახვილესა და სიბეჯითეს იჩენდა. ამ მონატერში იგი სამ წელიწადს დარჩა, შემდეგ კი გადაიყვანეს [[ხახულის მონასტერი|ხახულის მამათა მონასტერში]], სადაც იღვწოდნენ მისი ბიძები – გიორგი მწერალი, კურაპალატის მწერალთა უფროსად ნამსახურევი, და საბა, წრფელი და უმანკო კაცი ყოველი სიკეთით შემკული გიორგი რომ იხილეს, ბიძებმა იგი წარუდგინეს მონასტრის მამასახლისს, მაკარის, აგრეთვე ამ მონასტრის დიდ მოღვაწეს, ბასილის (ბაგრატ III-ის ძეს). მოძღვრად კი განუწესეს სათნოებით განთქმული ბერი ილარიონ თუალოელი. მისი ხელმძღვანელობით გიორგი დღითიდღე წარემატებოდა სულიერად და სრულად განისწავლა საეკლესიო და სამღვდელო საკითხებში. ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილის ყველა წიგნი, რაც კი [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] მოიპოვებოდა, ასევე საწელიწდო საგალობელნი და ყოველგვარ გალობათა შეწყობაც.
  
ბოლოს გიორგი ათონელმა მიიღო დიდი სქიმა და წავიდა [[ათონი (მთა)|ათონის მთაზე]], [[ივერიის მონასტერი ათონის მთაზე|ივერიის მონასტერში]]. გზაში, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]], მოინახულა მაცხოვრის საფლავი და თაყვანი სცა მას.  
+
ხახულში ორიოდე წლით ყოფნის შემდეგ ყრმა გიორგი ბიძამისმა, გიორგი მწერალმა წაიყვანა სამცხის ერთ წარჩინებულ ოჯახში, ფერის ჯოჯიკის ძესთან, ბასილ ბაგრატის ძის დის სიძესთან. ფერისმა და მისმა მეუღლემ გიორგი მწერალი სულიერ მოძღვრად მიიწვიეს თავიანთ კარზე და ყველა საქმე, როგორც სულიერი, ისე ხორციელი, მას მიანდეს. გიორგი მწერალმა თავისი ძმისწული, ყრმა გიორგიც თან გაიყოლა, რადგან თვითონ მოხუცებული იყო და გიორგის დახმარება სჭირდებოდა ზეპირი კანანახების, წიგნის კითხვისა და მომსახურებისთვის. ყრმა გიორგი შვილივით შეიყვარეს ფერისმა და მისმა მეუღლემ.
  
ივერიის მონასტერში წმ. გიორგიმ განაგრძო საღვთო წიგნების თარგმნა, რომელიც დაწყებული ჰქონდა ექვთიმე ივერიელს და დღესაც ქართული [[ეკლესია]] მხოლოდ წმ. გიორგის მიერ თარგმნილ წმ. წერილს სცნობს ღირსად საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის. უამრავი წმინდა წიგნი აქვს თარგმნილი ბერძნულიდან და ლათინურიდან, მათ შორის „ქრისტეს 70 მოწაფის ცხოვრებაც“. აქვს მრავალი ორიგინალური ნაწარმოებიც, რომელთა შორის ღირსსახსოვარია იოანე და ექვთიმე ივერიელების ცხოვრება, სადაც აღწერილია ივერიის მონასტრის დაარსება და მისი ისტორია. ამიტომ ეს წიგნი ისტორიულ-ლიტერატურულ ძეგლადაა მიჩნეული.
+
ოჯახის ბედნიერი ცხოვრება მალე დაირღვა. ფერისს ღალატი და განდგომილება დასწამეს და ბასილი კეისრის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისი ქვრივი კი, შვილებითა და შინაყმებითურთ წაიყვანეს კონსტანტინოპოლში, სადაც მათ თორმეტ წელიწადს მოუწიათ ყოფნა. ასე მოხვდა ყრმა გიორგი სატახტო ქალაქში. გიორგი მწერლისა და ფერისის ქვრივის მზრუნველობით იგი მიაბარეს კონსტანტინოპოლის საუკეთესო სასწავლებელში, სადაც გამოცდილი მოძღვარნი, ფილოსოფოსნი და რიტორნი წვრთნიდნენ. სწავლის 12 წლის განმავლობაში ყრმა გიორგიმ სრულად მოიკრიბა სწავლისადმი გულმოდგინება, სიბეჯითითა და გონების სიმახვილით ყველას აჯობა და სწავლულების ბრწყინვალებით ყველა გააკვირვა.  
  
წმ. გიორგი მღვდლად აკურთხეს 1042 წ, შემდეგ კი [[დეკანოზი|დეკანოზობაც]] უბოძეს.
+
შემდეგში, როდესაც კეისრის ბრძანებით კვლავ თავისსავე მამულში დააბრუნეს გიორგის მფარველი ღვთისნიერი დედაკაცი, მან გიორგი მის ბიძასთან ერთად თან წაიყოლა. იქ შეიტყვეს, რომ გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ძმამ, გიორგი მწერალმა, ისიც ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში მიიწვია და ერთად ცხოვრობდნენ, ყრმა გიორგი კი ხახულში დაბრუნდა მეორე ბიძასთან, საბასთან.  
  
წმ. გიორგის ბერძნულის ცოდნა თვით ბერძნებსაც უკვირდათ. გიორგი მთაწმინდელმა დიდი ხნის ნათარგმნი წიგნები შეასწორა გაწმინდა შეცდომებისაგან. ზოგიერთი წიგნი - „[[სახარება]]“ და „სამოციქულო“  ხელმეორედ გადმოთარგმნა. წმ. გიორგიმ გადმოთარგმნა ის საღმრთო წიგნებიც, რომლის თარგმნა ვერ მოასწრო წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა.
+
ოცდახუთი წლისა რომ გახდა, გიორგი [[მონაზონი|მონაზვნად]] აღიკვეცა თავისი მოძღვრის, ილარიონ თუალოელის ხელით.
  
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] მედგრად დაცვაში გიორგი მთაწმინდელს ვერავინ შეედრებოდა.
+
ამის შემდეგ გიორგის გაუჩნდა სურვილი განდეგილობისა, უცხოებაში სიგლახაკით ცხოვრებისა, თავისიანებისა და ნაცნობებისგან განშორებისა და წმ. ადგილების მოლოცვისა. ამიტომაც მეგობარ-ნაცნობთაგან დაფარულად გაიპარა ხახულიდან და [[იერუსალიმი]]სკენ გაემართა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მიაღწია შავ მთას. ავიდა საკვირველ მთაზე, მოილოცა ყველა იქაური მონასტერი და წმ. მოწესეთაგან კურთხევა მიიღო. პირველ ყოვლისა, სულიერი მოძღვრის მოძიებას ეცადა და საკვირველი მთის ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც სასურველი წმ. დაყუდებული ბერი – გიორგი, წარმოშობით ქართველი, და მას დაემოწაფა.
 +
[[ფაილი:Giorgi mtawmindelis freska.JPG|thumb|მარცხნივ|'''გიორგი მთაწმინდელის ფრესკა ახტალის მონასტერში''']]
  
ანტიოქიის ეკლესიის მმართველთა მისწრაფება იყო, დაექვემდებარებინათ საქართველოის ეკლესია. ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ ანტიოქიის მახლობელ სავანეებში. XI საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებული დაძაბული ურთიერთობა შეიქმნა ქართველ და ანტიოქიელ ბერებს შორის. საქმე იქამდე მივიდა, რომ 60 ქართველი ბერი სრულად გამოაძევეს სვიმონწმინდის მონასტრიდან. მიზნის მისაღწევად მათმა სამღვდელოებამ იმ დროისათვის მეტად მკვეთრ საშუალებას მიმართა: ქართველებს არამართლმადიდებლობაში დასწამეს ცილი და მწვალებლებად გამოაცხადეს. მოწინააღმდეგე მხარემ კამათი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის არაკანონიერების მტკიცებაზეც გადაიტანა.
+
მოძღვარმა გაიხარა გიორგის დამოწაფებით, რადგან მას უკვე დიდი ხანია, ნატვრად ჰქონდა, მის მოწაფეთა შორის გამოჩენილიყო ვინმე ისეთი სწავლული [[ქართველები|ქართველი]], რომელიც შეძლებდა ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდლის მიერ დაწყებული მთარგმნელობითი საქმიანობის აღორძინებასა და ჩვენი ენისა და სასულიერო ლიტერატურის ნაკლოვანებათა შევსებას. იგი მიხვდა, რომ მისი ახალი მოწაფე შეძლებდა ამ დიდი ღვაწლის გაგრძელებას.  
  
საქართველოს [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] მოწინააღმდეგე დასმა ყოველივე ანტიოქიის [[პატრიარქი|პატრიარქს]] მოახსენა და სიტყვა ასე დაასრულა: „''ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან და თვით დაისუმენ [[კათალიკოსი|კათალიკოსთა]] და [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსთა]] და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ნათესავი არს უმეცარი და ჩუენდა მახლობლად არიან და ჯერ არს, რათა ხელმწიფებისა ქუეშე ანტიოქელი პატრიარქისა იმწყემსებოდნენ და იკურთხებოდეს კათალიკოსი მათი''“. წმ. გიორგი მთაწმინდელმა დაუმტკიცა პატრიარქს, პეტრე მესამეს, რომ [[ქართველები]] მტკიცე [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]] არიან.
+
მოძღვარმა ერთხანს რომანწმიდის მონასტერში დაამკვიდრა გიორგი, სადაც მან სამი წელი დაჰყო დიდი შრომითა და ღვაწლით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. მისი სამორჩილო საქმიანობა სნეულთა მოვლა იყო. იქ შეუსრულდა გიორგის ოცდაათი წელი. როდესაც მისმა მოძღვარმა, გიორგი შეყენებულმა იხილა, რომ მისი მოწაფე უკვე ყოველმხრივ სრულქმნილია – ხორციელი ასაკითაც და სიბრძნე-გონიერებითაც – აკურთხა სქემით და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა იგი იერუსალიმის მოსალოცად.  
  
ანტიოქიის ახალმა პატრიარქმა თეოდოსმა ასევე მოიწადინა საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ჩამორთმევა. თავისი განზრახვის აღსრულების საბუთად ის მოჰქონდა, რომ საქართველოს ეკლესია მოციქულთაგან არ არის დაფუძნებულიო. ამის საფუძველზე ისევ დაიბარა ათონის მთიდან გიორგი მთაწმინდელი და გამოუცხადა თავისი განზრახვა. თეოდოსის ეგონა, რადგან გიორგი ქართველი იყო და დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოს მეფეზე, ერზე, ეკლესიასა და პოლიტიკურ საქმეებზე, მისი შემწეობით აღასრულებდა თავის განზრახვას.
+
მოგვიანებით იგი კვლავ მოძღვართან დაბრუნდა და მისგან მიიღო კურთხევა, რომ საღმრთო წიგნთა თარგმნისთვის მიეყო ხელი. რადგანაც [[ათონის მთა]]ზე მთარგმნელობითი საქმიანობისთვის საუკეთესო პირობები იყო, ამიტომაც სწორედ იქ გაგზავნა მოძღვარმა გიორგი მთაწმიდას მან მშვიდობიანად მიაღწია და მონასტრის მოწესეებმაც სიხარულით მიიღეს.
  
ანტიოქელმა პატრიარქმა თეოდოსიმ გიორგის ვითომ კეთილად ურჩია ქართული ეკლესიის დაქვემდებაარება ანტიოქიისადმი. თეოდოსის „რჩევით“ გიორგის უნდა ჩაეგონებინა მეფისა და [[კათალიკოსი|კათალიკოსისათვის]], რომ საქართველოს ეკლესიას უარი ეთქვა ავტოკეფალიაზე და ანტიოქიის პატრიარქს დამორჩილებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიარქი გიორგის დაემუქრა - ამ თქვენს ურჩობას ვაცნობებ ოთხ პატრიარქს, რომ თქვენ „სამოციქულო კანონების“ წინააღმდეგ თვითნებურად გაქვთ „თვითმწყსობა“ (ავტოკეფალია) და იმდენს გიზამთ, თქვენი მეფე თავის ფეხით აქ ჩამოვიდეს და ამაზე შემომეხვეწოსო.
+
გიორგი მთაწმინდელი მონასტერში თავმდაბლობითა და სიმშვიდით ცხოვრობდა, ერთხანს იგი უბრალო და უსწავლელი ვინმე ეგონათ, რადგან ყველა ძმას ემსახურებოდა და ემორჩილებოდა. შვიდ წელიწადს უმნიშვნელო, არად ჩასაგდებ საქმეებზე მსახურობდა თავმდაბლად. როდესაც მის მოძღვარს, გიორგი შეყენებულს მიუვიდა ამბავი, რომ გიორგი მონაზონს ჯერ არც მღვდლობის ხარისხი მიუღია და არც წიგნების თარგმნას შესდგომია, ძალზე შეწუხდა და [[შავი მთა|შავი მთიდან]] დიდი საყვედური შეუთვალა მისი ნების შეუსრულებლობისთვის. მაგრამ გიორგი მთაწმინდელი ურჩობის გამო კი არ იქცეოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ სრულიად არარად და მცირედ მიაჩნდა თავი მოძღვრის ბრძანებითა და იძულებით ბოლოს იგი დათანხმდა, მიეღო [[მღვდლობა|მღვდლობის]] ხარისხი. მცირე ხნის შემდეგ კი [[დეკანოზი|დეკანოზად]], ანუ ეკლესიარხად (მღვდელთა და მგალობელთა უფროსად) იქნა განწესებული. პარალელურად შეუდგა მთარგმნელობასაც. პირველი, რაც თარგმნა, იყო სვინაქსარი ([[ტიპიკონი]]), როგორც საფუძველი ღვთისმსახურებისა. ამას მოჰყვა სხვა თარგმანები: გამოკრებული (საწელიწდო) [[სახარება]], ასეთივე გამოკრებული (საწელიწდო) [[ეპისტოლე|ეპისტოლენი]] [[პავლე მოციქული]]სა და საწელიწდო საწინასწარმეტყველო. ამის შემდეგ – „დიდნი კურთხევანი“, სექტემბრის თვე, [[პავლე მოციქული|პავლე]]ს ეპისტოლენი და წმინდა მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლენი.  
  
გიორგის ძლიერ ეწყინა პატრიარქის ეს განზრახვა, ურყო პატრიარქის მიერ წამოყენებული ყველა ბრალდება და მოითხოვა საპარტიარქო კრებაზე მისი განხილვა. მართლაც, 1057 წელს ანტიოქიის საპატრიარქოში გაიმართა პაექრობა, რომელიც ეხებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს. აქ ქართული ეკლესიის პოზიცია ბრწყინვალედ დაიცვა გიორგი მთაწმინდელმა, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბერძნებს ორი საბუთი მოჰქონდათ:
+
მონასტრის მთელმა საძმომ ამ ღვაწლის გათვალისწინებით ერთსულოვნად აირჩია იგი წინამძღვრად, რის შედეგადაც მან კიდევ უფრო მძიმე ღვაწლს მისცა თავი.
  
# საქართველოში არც ერთ მოციქულს არ უქადაგია, რის გარეშეც იმდროინდელი გაგებით საეკლესიო ავტონომია შეუძლებელი იყო.
+
გიორგი მთაწმინდელმა გულმოდგინედ გამოიკითხა წმ. მამა ეფთვიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მასთან ერთად მისი მამის, იოვანესი და სხვა წმინდა ბერებისა, აგრეთვე ამბები ამ დიდებული ლავრის აშენებისა, წესები და განგებანი, რომლებიც წმ. მამა ეფთვიმეს დაედგინა მის მკვიდრთათვის, და ყოველივე ეს წერილობით ძეგლად დაგვიტოვა. გარდა ამისა, მან დიდი პატივი მიაგო მამა ეფთვიმეს წმინდა ნაწილებს და ნათლისმცემლის ეკლესიიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკრებულო ეკლესიაში გადმოასვენა. მისი ხელი კი, სხვა წმიდათა ნაწილებთან ერთად, მშვენიერ სანაწილეში მოათავსა. ასევე, ყოველგვარი სამკაულით შეამკო ეფთვიმეს მამის, იოვანესა და სხვა წმინდა ბერების (არსენი ნინოწმინდელი ეპისკოპოსის, ბერ იოანე გრძელისძის) სამარხები და დააწესა, რომ ჩაუქრობლად ანთებულიყო მათ წინაშე სამი [[კანდელი]].  
# ქართველთა აღმსარებლობა ბიზანტიური საეკლესიო წრეებისათვის ბურუსით იყო მოცული.  
+
  
მათ ეჭვიც კი შეჰქონდათ ქართველთა მართლმადიდებლობაში. პასუხად გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის საპატრიარქოს წარუდგინა ბერძნული თხზულება „ანდრია მოციქულის მიმოსვლა“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ანდრიამ იქადაგა საქართველოში. ანდრია, [[ბიბლია|ბიბლიური]] ტრადიციით ქრისტეს პირველი მოწაფე იყო. მან დაუმოწაფა ქრისტეს [[პეტრე მოციქული]], რომელსაც განმანათლებლად მიიჩნევდა ანტიოქიის საპატრიარქო. წმ. გიორგიმ სამართლიანად ჰკადრა ანტიოქიის პატრიარქს: „''წმიდაო მეუფეო! შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრიას და რათა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ.''“
+
წინამძღვრობისას გიორგი მთაწმინდელმა ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილმოწყობისთვის (კერძოდ, საკრებულო ტაძრის [[გუმბათი]][[ტყვია (ლითონი)|ტყვიის]] ფურცლით გადახურვისთვის), ასევე სამონასტრო მამულების გაფართოებისა და მათი მფლობელობის ოფიციალური დოკუმენტების მოპოვებისთვის (მეფე კონსტანტინე მონომახისგან).
  
მეორე საბუთზე გიორგიმ პირდაპირ უპასუხა პატრიარქს: „''რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხულ გინა თუ მარჯულ,არცა მივიდრიკებით, თუ ღმერთსა უნდეს. რაც შეეხება ბერძნულ ეკლესიას, - განაგრძო გიორგიმ, - იყო ჟამი, ხატმებრძოლობის ეპოქაში, როდესაც თვით ბერძნული წყაროებით, საბერძნეთში იმდენად შეირყა მართლმადიდებლობა, რომ გუთეთის საეპისკოპოსო კანდიდატი იოანე საქართველოში, მცხეთის ეპისკოპოსს აკურთხებინეს''. ამ პასუხზე ანტიოქიიის პატრიარქი შედრკა ქართველი მოპაექრის საბუთიანობით და ნახევრად ხუმრობით მიმართა ბერძნებს: „''ხედავთა ბერსა ამას, ვითარ მარტო ესეოდენსა სიმრავლესა გუერევის?! ვიკრძალნეთ, ნუ უკუე წინააღმდგომნი შეგუემთხვიოს და არა ხოლო თუ სიტყვით, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულება ჩუენი და დაგვიმრევლნეს''“.
+
გიორგი მთაწმინდელს დიდად აფასებდნენ მეფე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]] და დედამისი მარიამ დედოფალი, რომელთაც მთაწმიდელი მოძღვარი კონსტანტინოპოლში ყოფნისას გაიცნეს. დედოფალი გიორგი მთაწმინდელს დაემოწაფა და მის მიერ სქემითაც იკურთხა (მონაზვნად აღიკვეცა). მარიამ დედოფალმა დიდძალი შესაწირავი გაიღო [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ქართველთა მონასტრისთვის]].  
  
გიორგი მთაწმინდელის მეშვეობით ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ შეძლეს ანტიოქიისა და სხვა ბერძნულ საპატრიარქოებში ქართული ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლება; ბერძნულ წყაროთა ჩვენებების საფუძველზე დაამტკიცეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობა უძველესი დროიდან და აქედან გამომდინარე, ქართული ეკლესიის ფაქტობრივად არსებული საპატრიარქო ღირსების იურიდიული ცნობაც.
+
ბაგრატ მეფე ბევრს ეცადა, გიორგი მთაწმინდელი თავის ქვეყანაში წაეყვანა. ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრაც შეთავაზა, მაგრამ მან იუარა, რადგან ყოველგვარი მცდელობით გაურბოდა კაცობრივ დიდებასა და ამქვეყნიურ შფოთს. ამის გამო რამდენჯერმე სცადა კიდეც, წინამძღვრობისთვის თავი დაენებებინა და სადმე განმარტოებით, მყუდროებით ეცხოვრა. ამ მიზნით ერთხელ შავ მთასაც მიაშურა, სადაც მისი მოძღვარი [[გიორგი შეყენებული]] მოღვაწეობდა. მაგრამ მოძღვარმა არ მოუწონა მონასტრის საძმოს მიტოვება და მთაწმიდაზე დაბრუნება უბრძანა. იმჯერად გიორგი მთაწმინდელი დაემორჩილა მოძღვარს და ისევ დაუბრუნდა ათონზე მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მიატოვა ეს ადგილი, ამჯერად უკვე წიგნთა თარგმნის მიზეზით, რადგან სამონასტრო საზრუნავის გამო ვეღარ ახერხებდა ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას. მარიამ დედოფლის დახმარებით გიორგი მთაწმინდელმა კონსტანტინოპოლში სამეფო წერილი (ოფიც. დოკუმენტი) მიიღო სამოღვაწეოდ შავ მთაზე დამკვიდრებისთვის. იქ მისულს სიხარულით შეხვდნენ და მუშაობისთვის საჭირო პირობებიც შეუქმნეს.
  
[[ბაგრატ მეოთხე]] კონსტანტინოპოლში რომ ჩავიდა, ინახულა შესანიშნავი თანამემამულე გიორგი მთაწმინდელი, მაშინ უკვე განთქმული და ცნობილი მოღვაწე. მეფე მოხიბლა მისმა პიროვნებამ და დარბაისლურმა მსჯელობამ და სთხოვა ჩამოსულიყო საქართველოში რამდენიმე წლით და ქართველი ერის ზნეობრივი ცხოვრება მოეწესრიგებინა (მხილების სიტყვით აღმოეფხვრა განმტკიცებული მრავალი ბოროტება).  
+
შავ მთაზე ყოფნისას, მარიამ დედოფლის თხოვნით, გიორგი მთაწმინდელს ისევ მოუწია იერუსალიმში წასვლა, რათა მისი შესაწირავი წაეღო იქაურ მონასტრებში მყოფ მოღვაწეთათვის. დიდძალი შესაწირი გადასცეს პროხორესაც, რომელიც იმჟამად [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმში ჯვრის მონასტერს]] აშენებდა.
  
მეფე ბაგრატის თხოვნით გიორგი ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. აირჩია სამი ადგილი მარტვილი, ნეძვი (ბორჯომის ხეობაში) და ტბეთი (შავშეთში). მოვიდა ისეთ დროს, როდესაც შიმშილობით იტანჯებოდა მხვნელ-მთესველი გლეხობა. სამღვდელოება შიმშილით ტანჯული ხალხის შავბნელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითსაც არ ანძრევდა. ეპისკოპოსები და მღვდლები მთელ სიმდიდრეს ეკლესიების გამშვენიერებისათვის ხარჯავდნენ და ცოცხალი ეკლესია, მორწმუნეთა კრებული კი დავიწყებული ჰყავდათ; ხალხზე გული არ შესტკიოდათ. მათ გრშემო შიმშილი, [[გლოვა]] და სიკვდილი იყო გამეფებული. ამის მიზეზი იყო საუკუნეთა მიერ განმტკიცებული წოდებრიობა, რომლის მიხედვით იღებდნენ თანამდებობეს სხვადასხვა პირები. პირადი ნიჭი, პირადი ცოდნა, პირადი ღირსება უგულვებელყოფილი იყო. გიორგიმ გაითვალისწინა ქართველი ერის უმწეო, დუხჭირი მდგომრეობა და დაიწყო ძიება ამ მდგომრეობის მიზეზებისა. უშიშრად ამხილა ის პირნი, რომელთა მეოხებით ქართველი ერი უფსკრულის პირზე იყო მიმდგარი. პირველი მხილების სიტყვით მიმართა მეფე ბაგრატს, რომელსაც დიდძალი თანხა სჭირდებოდა და სამღვდელმთავრო ადგილებს ჰყიდდა დიდებული გვარის შვილებზე. გიორგიმ უმოძღვრა მეფეს, მღვდელმთავრობა ეძლია ისეთი პირებისათვის, რომელნიც ცნობილნი იყვნენ თავიანთი პირადი მაღალი ღირსებით, ვინც სულს ხორცზე მაღლა აყენებდა და ამასთანავე ვინც აღჭურვილი იყო საჭირო საკმაო ცოდნით.
+
იერუსალიმიდან ანტიოქიაში დაბრუნებული გიორგი მთაწმინდელი ინტენსიურ მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა. თარგმნიდა დღისითაც და ღამითაც და პარალელურად თავის ლოცვით კანონსაც დაუბრკოლებლად აღასრულებდა. მისი სამყოფელი კი ხან სვიმეონწმიდის მონასტერი იყო, ხან კალიპოსისა.
  
გიორგიმ ამხილა ეპისკოპოსებიც, რომელნიც უღირს პირებს აძლევდნენ მღვდლობის ხარისხს ქრთამისა და საფასურის სანაცვლოდ, გლეხის შვილებს კი აკრძალული ჰქონდათ მღვდლობის ხარისხის მიღება. ღირსმა გიორგიმ ურჩია ეპისკოპოსებს, მეტი ყურადღება მიექციათ [[გლახაკი|გლახაკთათვის]], რამეთუ ეკლესიათა გამდიდრებისათვის კი არ მისცემთ მათ მაცხოვარი ჯილდოს, არამედ -  გლახაკთა შეწყალებისათვის.
+
შავ მთაზე ყოფნისას გიორგი მთაწმინდელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქებთან – პეტრესა და თევდოსისთან. ამ უკანასკნელთან მას საუბრები ჰქონდა ქართველთა სარწმუნოებრივი სიწმინდისა და საქართველოს ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] შესახებ, რაც გიორგი მთაწმინდელმა ბრწყინვალედ დაასაბუთა საეკლესიო წყაროებზე დაყრდნობით.
  
ასევე ამხილა ღირსმა გიორგიმ მოსამართლენიც, მიკერძოებისა და მიდგომილობისათვის და ურჩია საქმის სამართლიანად გარჩევა, უსამართლო მოსამართლეობა დაავლა მათ: „დაე, მათი სასწორი ნუ გადაიხრების მდიდრებისა და დიდებულებისაკენ, თუ უკანასკნელნი მტყუანნი არიან“.
+
როდესაც გიორგი მთაწმინდელმა დაასრულა საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა, ბაგრატ მეფემ მარიამ დედოფლის, კათალიკოსების, ეპისკოპოსებისა და მთელი სამღვდელოების სახელით სთხოვა მას [[ქართლი|ქართლში]] ჩამოსვლა ღვთივსულიერი სწავლებისა და კურთხევისთვის. თავდაპირველად ბერს სამყოფელად მიუჩინეს [[ნეძვის მონასტერი]], შემდეგ კი – შატბერდის ლავრა. სულიერი რჩევებისთვის, ნაკლოვანებათა მხილებისა და ზნეობრივი სწავლებისთვის, მეფე-დედოფლის გარდა, მოძღვართან მოდიოდნენ მღვდელთმოძღვარნი, მღვდელნი, დიაკონნი და საერო პირებიც. გიორგი მთაწმინდელის მითითებით გაუმჯობესდა საეკლესიო წესები და მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა დიდი სულიერი სარგებელი მიიღეს.
  
ყოველივე ამის მეოხებით ღირსმა გიორგიმ  მისცა საქართველოს საეკლესიო ცხოვრებას ხალხოსნური (დემოკრატიული) ელფერი, რომელიც დასავლეთ ევროპის საეკლესიო ცხოვრებაში მხოლოდ მეცამეტე საუკუნეში დამყარდა.
+
გარდა ამისა, დიდი ღვაწლი დასდო გიორგი მთაწმინდელმა სხვადასხვა ასაკის 80 ობლის (ყრმების, მოზარდებისა და ჭაბუკების) შეკრებასა და აღზრდას. ასაკობრივ ჯგუფებად დაყო ისინი, თავადვე ასწავლიდა საღვთო წერილსა და ღვთისმსახურებას და ათონის მთის ქართულ სავანეში სამოღვაწეოდ ამზადებდა.
  
წმ. გიორგიმ შეასწავლა საღმრთო  წერილი და სხვა საჭირო წიგნები დაბალი წოდების ნიჭიერ შვილებს. წმ. გიორგი მთაწმინდელს დიდი ღვაწლი მიუძღვის სასულიერო წოდებისა და ერის განათლების  სქმეში. ყველა თავისი ნათარგმნი წიგნი მან ჩამოიტანა საქართველოში.
+
საქართველოში გიორგი მთაწმინდელმა ხუთი წელი დაჰყო და ამის შემდეგ კვლავ ათონის მთაზე ასვლა განიზრახა. გამოეთხოვა ბაგრატ მეფეს და 80 მოწაფესთან ერთად [[საბერძნეთი|საბერძნეთისკენ]] გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში იგი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ და ქართველთა მონასტრისთვის დიდი შესაწირავი გადასცა. რამდენიმე დღეში გიორგი ათონისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ იქ მისვლა აღარ დასცალდა. ხანმოკლე სნეულების შემდეგ კონსტანტინოპოლშივე გარდაიცვალა. დიდი მოძღვარი პატივით გადაასვენეს ათონის ქართველთა მონასტერში და იქ დაკრძალეს სხვა ქართველ მოღვაწეთა გვერდით.  
  
ღირსმა გიორგიმ შეკრიბა ბავშვები ქალაქებში, სოფლებში, მონასტრებში და ზოგნი კიდევ გამოისყიდა ბატონებისაგან. ერთი სიტყვით: თავადი, აზნაური, მდიდარი, გლახაკი, ობოლი, მონა, მწყემსი - ვინც შეხვდა, ყველა მიიღო სასწავლებლად. ხალხს ისე დიდად სწამდა მისი სიწმიდე და  მაღალგონიერება, რომ დედ-მამათ თვითონვე მიჰყავდათ მასთან შვილები, სტოვებდნენ მისი კარების წინ და თვითონ სახლში ბრუნდებოდნენ. ამ სახით გიორგის შეუგროვდგა „ოთხმოცი ყმაწვილი“, რომლებიც შემდგომ ათონის  მთაზე წაიყვანა.
+
გიორგი მთაწმინდელის თარგმანთა სრული ბიბლიოგრაფია შეუდგენია მის თანამედროვეს, ბერ იოანე პატრიკს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბიბლიოგრაფიულ ნაშრომს ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი შეყენებულის შეკვეთით შეთხზა თავისი მოძღვრის ბიოგრაფია, მასში გიორგი მთაწმინდელის უმთავრეს შრომებს მოიხსენიებს:  
 +
1) დიდი სვინაქსარი, <br />
 +
2) სახარება საწელიწდო გამოკრებული, <br />
 +
3) პავლეს ეპისტოლენი, საქმე მოციქულთა და კათოლიკე ეპისტოლენი, <br />
 +
4) საწელიწდო სამოციქულო („პავლე გამოკრებული საწელიწდოჲ“), <br />
 +
5) საწინასწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ, <br />
 +
6) თვენი – თორმეტივე თვის ჰიმნოგრაფიული განგებანი, <br />
 +
7) დღესასწაულთა სტიქარონნი საწელიწდო, <br />
 +
8) სტიქარონნი სამარადისონი, უძლისპირონი და თვითავაჯნი, <br />
 +
9) იგივე სტიქარონები ძლისპირთა ქვეშ, <br />
 +
10) მარხვათა სტიქარონები, <br />
 +
11) დიდი პარაკლიტონი, <br />
 +
12) დიდანი მარხვანი, <br />
 +
13) ზატიკნი, <br />
 +
14) თეოდორე სტუდიელისა სწავლანი, დიდთა მარხვათა საკითხვი, <br />
 +
15) წიგნი [[გრიგოლ ნოსელი]]სა, <br />
 +
16) წიგნი „ექუსთა დღეთაჲ“, წმიდისა ბასილის თქუმული, <br />
 +
17) ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი, <br />
 +
18) დიდნი კურთხევანი, <br />
 +
19) ფსალმუნი ანუ დავითნი – გვირგვინი და სამკაული ყველა წიგნისა.
  
სამმა მიზეზმა განაპირობა, ღირს გიორგის მოეკიდა ხელი ამ კეთილი საქმისთვის, ამბობს ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი):
+
ეს ბიბლიოგრაფია, რა თქმა უნდა, სრული არაა. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების მიხედვით, გიორგი მთაწმინდელს უთარგმნია [[აპოკრიფული ლიტერატურა|აპოკრიფული]], დოგმატური, ჰაგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და ლიტურგიკული ჟანრის სხვა მრავალი თხზულებაც: „ეპისტოლე ავგაროზ მთავრისა“, „წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, უწყებაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და აღშენებისათჳს ეკლესიისა, რომელ-იგი პირველ აღეშენა ლუდს შინა“, სიმბოლოთა ტექსტები (ნიკეა-კონსტანტინოპოლისა, გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ათანასე ალექსანდრიელისა, ფოტი კონსტანტინეპოლელისა), იოანე დამასკელის „სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისათჳს შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“, მისივე „უწყებათაგან პირველთა, დიდითა გამოწულილვითა შეკრებული საკითხავი ყოლადქებულისა შობისათჳს უფლისა“, სოფრონ იერუსალიმელის „სიტყუაჲ ხარებისათჳს“, ნეტარი კონსტანტინეპოლელის „წამებაჲ წმიდისა თეოდორე ტჳრონისა და სასწაულისა მისთჳს, რომელი-იგი აღასრულა ყოლადქებულმან უძლეველმან მოწამემან ჟამთა ივლიანე განდგომილისათა“, დოროთეოს ტვირელის „მოწაფეთა მათთჳს უფლისათა“, „თხრობაჲ მარგებელი, ძუელთა თხრობათაგან შეკრებილი მაუწყებელად საჴსენებელსა საკურველებით ქმნილისა სასწაულისა, რაჟამს სპარსნი და ბარბაროზნი დედოფალსა ამას ქალაქთასა ბრძოლად მოადგეს და წარტყუენეს, ხოლო ქალაქი ესე უვნებელად დაცული მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მიერითგან წლითი-წლადსა გალობასა შესწირავს სამადლობელსა, დაუჯდომელად სახელმდებელი დღისა ამის“. „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გიორგისი“, „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორე ტჳრონისაი“, „მცნებაჲ მღდელთა მიმართ“, „მცნებაჲ წმიდისა ჟამისწირვისაჲ მღდელთა მიმართ, რაჲთა არა წირვიდენ დღესა შინა ორგზის, არამედ ერთგზის“ და სხვ. ეს ნათარგმნი ლიტერატურა მეტნაკლები სისრულით ასახულია კ. კეკელიძისა და ე. გაბიძაშვილის ბიბლიოგრაფიულ ნაშრომებში.
  
# იმას სურდა, საქართველოს ეკლესიას ჰყოლოდა განათლებული სასულიერო პირნი;
+
განსაკუთრებული სამეცნიერო და სულიერი ღირებულებისაა გიორგი მთაწმინდელის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაშრომი – „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი“, რომელიც ყველაზე სანდო წყაროა ათონის ქართველთა მონასტრისა და ათონური სალიტერატურო სკოლის ისტორიისთვის.
# სურვილი ჰქონდა, რომ მისგან გადმოთარგმნილი წიგნები შეესწავლათ ყმაწვილებს, რომელთაც ეს უფრო ადვილად შეეძლოთ, ვიდრე დიდებს;
+
# ეწადა ათონის მთაზე, ქართველთა ლავრაში, საცა დასაფლავებული არიან გვამნი: იოანესი, ექვთიმესი, არსენ გრძელიძისა და მრავალ ქართველთა წმინდათა, ყმაწვილებს შეესწავლათ ლმობიერი და ბრწყინვალე წირვა-ლოცვა და მერმე მოსულიყვნენ საბშობლო ქვეყანაში.
+
 
+
1066 წელს გიორგიმ თავისი ოთხმოცი მოწაფე შეკრიბა და წავიდა ათონის მთაზე. თან გაჰყვნენ მრავალნი თავადნი და გლეხნი. მათში ერია ერთი ერისთავიც, სახელად პეტრე. მათ გაიარეს კონსტანტინოპოლში. აქ დიდი პატივით მიიღო თავის სასახლეში იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ. მეორე დღეს უბრძანა გიორგის, მაჩვენე შენი ობლები, რომლებიც წამოგიყვანია საქართველოდან აღსაზრდელადო.
+
 
+
პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე გიორგიმ უბრძანა თავის მხლებლებს, მოემზადებინათ ყველა ყმაწვილი იმპერატორისათვის საჩვენებლად, რომელმაც შეატყობინა გიორგის, რომ იგი ნახავდა მის ობლებს ფოლოპატროსის ველზე.
+
 
+
ყმაწვილები გაამზადეს. წმინდა მამა თუმცა დასნეულდა, მაგრამ  მაინც სხვის დაუხმარებლად ცხენზე ამხედრდა, წაუძღვა თავის მოწაფეებს და მივიდა დანიშნულ ადგილას. მოვიდა იმპერატორიც თავის მემკვიდრე შვილებით და მრავალი სეფეწულით. როცა მან დაინახა თითქმის შვიდ-შვიდი წლის ობოლნი, მოკლე-მოკლე ბერულ ტანსაცმელში გამოხვეულნი, ლმობიერებაში მოვიდა და უთხრა გიორგის: „''წმინდა მამაო! დიდი, დიდი საკეთილო საქმე გიქნიაო''“ ამ დროს გიორგიმ მიაწოდა ხელმწიფეს არზა და უთხრა: ღვთის შემდეგ, ხელმწიფეო, მე იმედი მაქვს შენზე: მოაწია ჟამმა ჩემი სიკვდილისამ და გაბარებ და მოგანდობ შენ მზრუნველობას ამ ჩემს ობლებზეო.
+
 
+
მეორე დღეს, 1066 წ. 27 ივნისს წმ. გიორგიმ სული ღმერთს მიაბარა თავისი ობლების თვალწინ. მისი ცხედარი გადაასვენეს ახალ ათონზე, სადაც ერთი წელი მისი კუბო გაუხსნელად იდგა. როცა გახსნეს, წმ. გიორგის ცხედარი ხელუხლებელი იყო: ერთი ღერი თმაც კი არ ჰქონდა ჩამოვარდნილი. წმ. გიორგის კუბო მოათავსეს წმ. ექვთიმეს სარკოფაგის ახლოს.
+
 
+
გიორგი მთაწმინდელი არის [[ბიბლია|ბიბლიური]] წიგნების არა მარტო მთარგმნელი, არამედ რედაქტორიც, რომელმაც მაქსიმალურად დაუახლოვა ქართული თარგმანი ბერძნულს, რომ „ბიწი რამე“ არ მოსდებოდა მათ. ეს იყო იძულებითი ღონისძიება ქართული კერების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად დიდმპყრობელური ბერძნების მომძლავრების ჟამს. მისი ხსენების დღეა - 27 (10) ივნისი.
+
  
 +
''ე. კოჭლამაზაშვილი''
  
 +
==წყაროები და ლიტერატურა==
 +
* ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელთნაწერი აღაპებით, ტფ., 1901;
 +
* გაბიძაშვილი ე. ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ტტ. 1-6, თბ., 2004-12 წწ.;
 +
* გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. 2 (XI-XV სს.), ი. აბულაძის რედ., თბ., 1967;
 +
* გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), თბ., 2007;
 +
* დიდი სვინაქსარი, გიორგი მთაწმიდელი, თბ., 2017;
 +
* დიდი სვინაქსარი, მ. დოლაქიძე, დ. დ. ჩიტუნაშვილის გამოც., თბ., 2018;
 +
* წმ. გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაი ქებისა ებათაჲვსაჲ, გამოსაცემად მოამზადა გ. კიკნაძემ, თბ., 2013;
 +
* კობიაშვილი მ., გრიგოლ ნოსელის „შესხმაჲ მელეტი ანტიოქელისაჲ“, კრ. „ძველი ქართული მწერლობის მატიანე“, 2, თბ., 1985;
 +
* კოჭლამაზაშვილი ე., გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებისა – „დაბადებისათვის კაცისა“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 2, თბ., 2009;
 +
* მისივე, წმ. გრიგოლ ნოსელის „ცხოვრება წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედისა“ და მისი ძველი ქართული თარგმანები, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 2, თბ., 2009;
 +
* საქმე მოციქულთა, ი. აბულაძის გამ., ძველი ქართული ენის ძეგლები, 7, თბ., 1950;
 +
* ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII სს-თა ხელნაწერების მიხედვით, თბ., 1960;
 +
* ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, თბ., 1979; წმიდა გრიგოლ ნოსელი, საკითხავი ქრისტეს შობის დღესასწაულზე, თბ., 2006;
 +
* ხევსურიანი ლ., „ზატიკის“ ორი ძველი ქართული რედაქცია: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 1, თბ., 2008.
 +
* ალექსიძე ზ., გიორგი მთაწმიდლის ქართული ოთხთავის ანდერძები. კრ., ქრისტიანული კავკასია, 3, თბ., 2016;
 +
* კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
 +
* კიკნაძე გ., გიორგი მთაწმიდელის ერთი თარგმანის კიმენი და ლექსიკა, კრ., „ძველი ქართული მწერლობის ოთხი ძეგლი“, თბ., 1965;
 +
* გრიგოლ ნოსელის ნააზრევის ფილოლოგიური ასპექტებისათვის („თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“-ს გიორგი მთაწმიდლისეული თარგმანის მიხედვით), „ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული“, თბ., 1997;
 +
* ჩიტუნაშვილი დ., დიდი სვინაქსარისათვის დართული გიორგი მთაწმიდელის ანდერძები, ბიზანტინოლოგია საქართველოში, ტ. 2, თბ., 2011;
 +
* Peradze G., Die alt-christliche Literatur in der georgischen Überlieferung: Orch, 3-te Serie, 5-ter B., Leipzig 1930;
 +
* Tarchnishvili M., Geschichte der kirchlichen georgischen Litera- tur (Studi e Testi 185), Città del Vaticano, 1955.
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია: ქართველი ათონელი მამები]]
 
[[კატეგორია: ქართველი ათონელი მამები]]
 +
[[კატეგორია:საეკლესიო პირები]]
 +
[[კატეგორია: ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია: ქართველი მთარგმნელები]]
 +
[[კატეგორია: ქართველი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია: სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია: სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდა მამები]]
 
[[კატეგორია:წმინდა მამები]]
 +
[[კატეგორია:ქართული წარმოშობის ბიზანტიელები]]
 +
[[კატეგორია: ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები]]

მიმდინარე ცვლილება 20:59, 11 მაისი 2024 მდგომარეობით

გიორგი მთაწმინდელი (მ. საბინინის მიხედვით)

გიორგი მთაწმინდელი - (ათონელი) (1009-1065/66), საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად).

გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში – „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა სამცხიდან ყოფილა, თვითონ კი თრიალეთში დაიბადა, მორწმუნე და ღვთისმსახური მშობლების ოჯახში. მამას იაკობი ერქვა, დედას – მარიამი. იაკობი მეფე გიორგი I-ის (1014-1027) ახლობელი და ერთგული თანამოაზრე იყო; მეფე მას ზოგჯერ საპასუხისმგებლო („საერთგულო“) მისიით გზავნიდა სპარსეთში. დაკისრებულ მოვალეობას იაკობი ყოველთვის წარმატებით ასრულებდა და მეფის მადლობასაც იმსახურებდა იაკობსა და მარიამს ექვსი შვილი შეეძინათ – სამი ვაჟი და სამი ქალი. გიორგი მესამე შვილი იყო, რომელიც თეკლასა და თეოდორეს შემდეგ შეეძინათ მშობლებს. შვიდი წლისა რომ გახდა თეკლა, მშობლებმა იგი, აღთქმის მიხედვით, ღმერთს შესწირეს და აღსაზრდელად ჩააბარეს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარს, საბაიას (სამცხეში). ამავე მონასტერს მიაბარეს მშობლებმა შვიდი წლის გიორგიც, ისიც საღვთო შესაწირავად, რათა სამონაზვნო ღვაწლით ემსახურა ღვთისთვის. ტაძრისში ყრმა გიორგი თავისი დისგან სწავლობდა საღვთო წერილს და იმთავითვე გონების სიმახვილესა და სიბეჯითეს იჩენდა. ამ მონატერში იგი სამ წელიწადს დარჩა, შემდეგ კი გადაიყვანეს ხახულის მამათა მონასტერში, სადაც იღვწოდნენ მისი ბიძები – გიორგი მწერალი, კურაპალატის მწერალთა უფროსად ნამსახურევი, და საბა, წრფელი და უმანკო კაცი ყოველი სიკეთით შემკული გიორგი რომ იხილეს, ბიძებმა იგი წარუდგინეს მონასტრის მამასახლისს, მაკარის, აგრეთვე ამ მონასტრის დიდ მოღვაწეს, ბასილის (ბაგრატ III-ის ძეს). მოძღვრად კი განუწესეს სათნოებით განთქმული ბერი ილარიონ თუალოელი. მისი ხელმძღვანელობით გიორგი დღითიდღე წარემატებოდა სულიერად და სრულად განისწავლა საეკლესიო და სამღვდელო საკითხებში. ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილის ყველა წიგნი, რაც კი ქართულ ენაზე მოიპოვებოდა, ასევე საწელიწდო საგალობელნი და ყოველგვარ გალობათა შეწყობაც.

ხახულში ორიოდე წლით ყოფნის შემდეგ ყრმა გიორგი ბიძამისმა, გიორგი მწერალმა წაიყვანა სამცხის ერთ წარჩინებულ ოჯახში, ფერის ჯოჯიკის ძესთან, ბასილ ბაგრატის ძის დის სიძესთან. ფერისმა და მისმა მეუღლემ გიორგი მწერალი სულიერ მოძღვრად მიიწვიეს თავიანთ კარზე და ყველა საქმე, როგორც სულიერი, ისე ხორციელი, მას მიანდეს. გიორგი მწერალმა თავისი ძმისწული, ყრმა გიორგიც თან გაიყოლა, რადგან თვითონ მოხუცებული იყო და გიორგის დახმარება სჭირდებოდა ზეპირი კანანახების, წიგნის კითხვისა და მომსახურებისთვის. ყრმა გიორგი შვილივით შეიყვარეს ფერისმა და მისმა მეუღლემ.

ოჯახის ბედნიერი ცხოვრება მალე დაირღვა. ფერისს ღალატი და განდგომილება დასწამეს და ბასილი კეისრის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისი ქვრივი კი, შვილებითა და შინაყმებითურთ წაიყვანეს კონსტანტინოპოლში, სადაც მათ თორმეტ წელიწადს მოუწიათ ყოფნა. ასე მოხვდა ყრმა გიორგი სატახტო ქალაქში. გიორგი მწერლისა და ფერისის ქვრივის მზრუნველობით იგი მიაბარეს კონსტანტინოპოლის საუკეთესო სასწავლებელში, სადაც გამოცდილი მოძღვარნი, ფილოსოფოსნი და რიტორნი წვრთნიდნენ. სწავლის 12 წლის განმავლობაში ყრმა გიორგიმ სრულად მოიკრიბა სწავლისადმი გულმოდგინება, სიბეჯითითა და გონების სიმახვილით ყველას აჯობა და სწავლულების ბრწყინვალებით ყველა გააკვირვა.

შემდეგში, როდესაც კეისრის ბრძანებით კვლავ თავისსავე მამულში დააბრუნეს გიორგის მფარველი ღვთისნიერი დედაკაცი, მან გიორგი მის ბიძასთან ერთად თან წაიყოლა. იქ შეიტყვეს, რომ გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ძმამ, გიორგი მწერალმა, ისიც ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში მიიწვია და ერთად ცხოვრობდნენ, ყრმა გიორგი კი ხახულში დაბრუნდა მეორე ბიძასთან, საბასთან.

ოცდახუთი წლისა რომ გახდა, გიორგი მონაზვნად აღიკვეცა თავისი მოძღვრის, ილარიონ თუალოელის ხელით.

ამის შემდეგ გიორგის გაუჩნდა სურვილი განდეგილობისა, უცხოებაში სიგლახაკით ცხოვრებისა, თავისიანებისა და ნაცნობებისგან განშორებისა და წმ. ადგილების მოლოცვისა. ამიტომაც მეგობარ-ნაცნობთაგან დაფარულად გაიპარა ხახულიდან და იერუსალიმისკენ გაემართა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მიაღწია შავ მთას. ავიდა საკვირველ მთაზე, მოილოცა ყველა იქაური მონასტერი და წმ. მოწესეთაგან კურთხევა მიიღო. პირველ ყოვლისა, სულიერი მოძღვრის მოძიებას ეცადა და საკვირველი მთის ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც სასურველი წმ. დაყუდებული ბერი – გიორგი, წარმოშობით ქართველი, და მას დაემოწაფა.

გიორგი მთაწმინდელის ფრესკა ახტალის მონასტერში

მოძღვარმა გაიხარა გიორგის დამოწაფებით, რადგან მას უკვე დიდი ხანია, ნატვრად ჰქონდა, მის მოწაფეთა შორის გამოჩენილიყო ვინმე ისეთი სწავლული ქართველი, რომელიც შეძლებდა ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდლის მიერ დაწყებული მთარგმნელობითი საქმიანობის აღორძინებასა და ჩვენი ენისა და სასულიერო ლიტერატურის ნაკლოვანებათა შევსებას. იგი მიხვდა, რომ მისი ახალი მოწაფე შეძლებდა ამ დიდი ღვაწლის გაგრძელებას.

მოძღვარმა ერთხანს რომანწმიდის მონასტერში დაამკვიდრა გიორგი, სადაც მან სამი წელი დაჰყო დიდი შრომითა და ღვაწლით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. მისი სამორჩილო საქმიანობა სნეულთა მოვლა იყო. იქ შეუსრულდა გიორგის ოცდაათი წელი. როდესაც მისმა მოძღვარმა, გიორგი შეყენებულმა იხილა, რომ მისი მოწაფე უკვე ყოველმხრივ სრულქმნილია – ხორციელი ასაკითაც და სიბრძნე-გონიერებითაც – აკურთხა სქემით და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა იგი იერუსალიმის მოსალოცად.

მოგვიანებით იგი კვლავ მოძღვართან დაბრუნდა და მისგან მიიღო კურთხევა, რომ საღმრთო წიგნთა თარგმნისთვის მიეყო ხელი. რადგანაც ათონის მთაზე მთარგმნელობითი საქმიანობისთვის საუკეთესო პირობები იყო, ამიტომაც სწორედ იქ გაგზავნა მოძღვარმა გიორგი მთაწმიდას მან მშვიდობიანად მიაღწია და მონასტრის მოწესეებმაც სიხარულით მიიღეს.

გიორგი მთაწმინდელი მონასტერში თავმდაბლობითა და სიმშვიდით ცხოვრობდა, ერთხანს იგი უბრალო და უსწავლელი ვინმე ეგონათ, რადგან ყველა ძმას ემსახურებოდა და ემორჩილებოდა. შვიდ წელიწადს უმნიშვნელო, არად ჩასაგდებ საქმეებზე მსახურობდა თავმდაბლად. როდესაც მის მოძღვარს, გიორგი შეყენებულს მიუვიდა ამბავი, რომ გიორგი მონაზონს ჯერ არც მღვდლობის ხარისხი მიუღია და არც წიგნების თარგმნას შესდგომია, ძალზე შეწუხდა და შავი მთიდან დიდი საყვედური შეუთვალა მისი ნების შეუსრულებლობისთვის. მაგრამ გიორგი მთაწმინდელი ურჩობის გამო კი არ იქცეოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ სრულიად არარად და მცირედ მიაჩნდა თავი მოძღვრის ბრძანებითა და იძულებით ბოლოს იგი დათანხმდა, მიეღო მღვდლობის ხარისხი. მცირე ხნის შემდეგ კი დეკანოზად, ანუ ეკლესიარხად (მღვდელთა და მგალობელთა უფროსად) იქნა განწესებული. პარალელურად შეუდგა მთარგმნელობასაც. პირველი, რაც თარგმნა, იყო სვინაქსარი (ტიპიკონი), როგორც საფუძველი ღვთისმსახურებისა. ამას მოჰყვა სხვა თარგმანები: გამოკრებული (საწელიწდო) სახარება, ასეთივე გამოკრებული (საწელიწდო) ეპისტოლენი პავლე მოციქულისა და საწელიწდო საწინასწარმეტყველო. ამის შემდეგ – „დიდნი კურთხევანი“, სექტემბრის თვე, პავლეს ეპისტოლენი და წმინდა მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლენი.

მონასტრის მთელმა საძმომ ამ ღვაწლის გათვალისწინებით ერთსულოვნად აირჩია იგი წინამძღვრად, რის შედეგადაც მან კიდევ უფრო მძიმე ღვაწლს მისცა თავი.

გიორგი მთაწმინდელმა გულმოდგინედ გამოიკითხა წმ. მამა ეფთვიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მასთან ერთად მისი მამის, იოვანესი და სხვა წმინდა ბერებისა, აგრეთვე ამბები ამ დიდებული ლავრის აშენებისა, წესები და განგებანი, რომლებიც წმ. მამა ეფთვიმეს დაედგინა მის მკვიდრთათვის, და ყოველივე ეს წერილობით ძეგლად დაგვიტოვა. გარდა ამისა, მან დიდი პატივი მიაგო მამა ეფთვიმეს წმინდა ნაწილებს და ნათლისმცემლის ეკლესიიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკრებულო ეკლესიაში გადმოასვენა. მისი ხელი კი, სხვა წმიდათა ნაწილებთან ერთად, მშვენიერ სანაწილეში მოათავსა. ასევე, ყოველგვარი სამკაულით შეამკო ეფთვიმეს მამის, იოვანესა და სხვა წმინდა ბერების (არსენი ნინოწმინდელი ეპისკოპოსის, ბერ იოანე გრძელისძის) სამარხები და დააწესა, რომ ჩაუქრობლად ანთებულიყო მათ წინაშე სამი კანდელი.

წინამძღვრობისას გიორგი მთაწმინდელმა ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილმოწყობისთვის (კერძოდ, საკრებულო ტაძრის გუმბათის ტყვიის ფურცლით გადახურვისთვის), ასევე სამონასტრო მამულების გაფართოებისა და მათი მფლობელობის ოფიციალური დოკუმენტების მოპოვებისთვის (მეფე კონსტანტინე მონომახისგან).

გიორგი მთაწმინდელს დიდად აფასებდნენ მეფე ბაგრატ IV და დედამისი მარიამ დედოფალი, რომელთაც მთაწმიდელი მოძღვარი კონსტანტინოპოლში ყოფნისას გაიცნეს. დედოფალი გიორგი მთაწმინდელს დაემოწაფა და მის მიერ სქემითაც იკურთხა (მონაზვნად აღიკვეცა). მარიამ დედოფალმა დიდძალი შესაწირავი გაიღო ათონის ქართველთა მონასტრისთვის.

ბაგრატ მეფე ბევრს ეცადა, გიორგი მთაწმინდელი თავის ქვეყანაში წაეყვანა. ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრაც შეთავაზა, მაგრამ მან იუარა, რადგან ყოველგვარი მცდელობით გაურბოდა კაცობრივ დიდებასა და ამქვეყნიურ შფოთს. ამის გამო რამდენჯერმე სცადა კიდეც, წინამძღვრობისთვის თავი დაენებებინა და სადმე განმარტოებით, მყუდროებით ეცხოვრა. ამ მიზნით ერთხელ შავ მთასაც მიაშურა, სადაც მისი მოძღვარი გიორგი შეყენებული მოღვაწეობდა. მაგრამ მოძღვარმა არ მოუწონა მონასტრის საძმოს მიტოვება და მთაწმიდაზე დაბრუნება უბრძანა. იმჯერად გიორგი მთაწმინდელი დაემორჩილა მოძღვარს და ისევ დაუბრუნდა ათონზე მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მიატოვა ეს ადგილი, ამჯერად უკვე წიგნთა თარგმნის მიზეზით, რადგან სამონასტრო საზრუნავის გამო ვეღარ ახერხებდა ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას. მარიამ დედოფლის დახმარებით გიორგი მთაწმინდელმა კონსტანტინოპოლში სამეფო წერილი (ოფიც. დოკუმენტი) მიიღო სამოღვაწეოდ შავ მთაზე დამკვიდრებისთვის. იქ მისულს სიხარულით შეხვდნენ და მუშაობისთვის საჭირო პირობებიც შეუქმნეს.

შავ მთაზე ყოფნისას, მარიამ დედოფლის თხოვნით, გიორგი მთაწმინდელს ისევ მოუწია იერუსალიმში წასვლა, რათა მისი შესაწირავი წაეღო იქაურ მონასტრებში მყოფ მოღვაწეთათვის. დიდძალი შესაწირი გადასცეს პროხორესაც, რომელიც იმჟამად იერუსალიმში ჯვრის მონასტერს აშენებდა.

იერუსალიმიდან ანტიოქიაში დაბრუნებული გიორგი მთაწმინდელი ინტენსიურ მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა. თარგმნიდა დღისითაც და ღამითაც და პარალელურად თავის ლოცვით კანონსაც დაუბრკოლებლად აღასრულებდა. მისი სამყოფელი კი ხან სვიმეონწმიდის მონასტერი იყო, ხან კალიპოსისა.

შავ მთაზე ყოფნისას გიორგი მთაწმინდელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქებთან – პეტრესა და თევდოსისთან. ამ უკანასკნელთან მას საუბრები ჰქონდა ქართველთა სარწმუნოებრივი სიწმინდისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რაც გიორგი მთაწმინდელმა ბრწყინვალედ დაასაბუთა საეკლესიო წყაროებზე დაყრდნობით.

როდესაც გიორგი მთაწმინდელმა დაასრულა საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა, ბაგრატ მეფემ მარიამ დედოფლის, კათალიკოსების, ეპისკოპოსებისა და მთელი სამღვდელოების სახელით სთხოვა მას ქართლში ჩამოსვლა ღვთივსულიერი სწავლებისა და კურთხევისთვის. თავდაპირველად ბერს სამყოფელად მიუჩინეს ნეძვის მონასტერი, შემდეგ კი – შატბერდის ლავრა. სულიერი რჩევებისთვის, ნაკლოვანებათა მხილებისა და ზნეობრივი სწავლებისთვის, მეფე-დედოფლის გარდა, მოძღვართან მოდიოდნენ მღვდელთმოძღვარნი, მღვდელნი, დიაკონნი და საერო პირებიც. გიორგი მთაწმინდელის მითითებით გაუმჯობესდა საეკლესიო წესები და მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა დიდი სულიერი სარგებელი მიიღეს.

გარდა ამისა, დიდი ღვაწლი დასდო გიორგი მთაწმინდელმა სხვადასხვა ასაკის 80 ობლის (ყრმების, მოზარდებისა და ჭაბუკების) შეკრებასა და აღზრდას. ასაკობრივ ჯგუფებად დაყო ისინი, თავადვე ასწავლიდა საღვთო წერილსა და ღვთისმსახურებას და ათონის მთის ქართულ სავანეში სამოღვაწეოდ ამზადებდა.

საქართველოში გიორგი მთაწმინდელმა ხუთი წელი დაჰყო და ამის შემდეგ კვლავ ათონის მთაზე ასვლა განიზრახა. გამოეთხოვა ბაგრატ მეფეს და 80 მოწაფესთან ერთად საბერძნეთისკენ გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში იგი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ და ქართველთა მონასტრისთვის დიდი შესაწირავი გადასცა. რამდენიმე დღეში გიორგი ათონისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ იქ მისვლა აღარ დასცალდა. ხანმოკლე სნეულების შემდეგ კონსტანტინოპოლშივე გარდაიცვალა. დიდი მოძღვარი პატივით გადაასვენეს ათონის ქართველთა მონასტერში და იქ დაკრძალეს სხვა ქართველ მოღვაწეთა გვერდით.

გიორგი მთაწმინდელის თარგმანთა სრული ბიბლიოგრაფია შეუდგენია მის თანამედროვეს, ბერ იოანე პატრიკს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბიბლიოგრაფიულ ნაშრომს ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი შეყენებულის შეკვეთით შეთხზა თავისი მოძღვრის ბიოგრაფია, მასში გიორგი მთაწმინდელის უმთავრეს შრომებს მოიხსენიებს: 1) დიდი სვინაქსარი,
2) სახარება საწელიწდო გამოკრებული,
3) პავლეს ეპისტოლენი, საქმე მოციქულთა და კათოლიკე ეპისტოლენი,
4) საწელიწდო სამოციქულო („პავლე გამოკრებული საწელიწდოჲ“),
5) საწინასწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ,
6) თვენი – თორმეტივე თვის ჰიმნოგრაფიული განგებანი,
7) დღესასწაულთა სტიქარონნი საწელიწდო,
8) სტიქარონნი სამარადისონი, უძლისპირონი და თვითავაჯნი,
9) იგივე სტიქარონები ძლისპირთა ქვეშ,
10) მარხვათა სტიქარონები,
11) დიდი პარაკლიტონი,
12) დიდანი მარხვანი,
13) ზატიკნი,
14) თეოდორე სტუდიელისა სწავლანი, დიდთა მარხვათა საკითხვი,
15) წიგნი გრიგოლ ნოსელისა,
16) წიგნი „ექუსთა დღეთაჲ“, წმიდისა ბასილის თქუმული,
17) ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი,
18) დიდნი კურთხევანი,
19) ფსალმუნი ანუ დავითნი – გვირგვინი და სამკაული ყველა წიგნისა.

ეს ბიბლიოგრაფია, რა თქმა უნდა, სრული არაა. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების მიხედვით, გიორგი მთაწმინდელს უთარგმნია აპოკრიფული, დოგმატური, ჰაგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და ლიტურგიკული ჟანრის სხვა მრავალი თხზულებაც: „ეპისტოლე ავგაროზ მთავრისა“, „წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, უწყებაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და აღშენებისათჳს ეკლესიისა, რომელ-იგი პირველ აღეშენა ლუდს შინა“, სიმბოლოთა ტექსტები (ნიკეა-კონსტანტინოპოლისა, გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ათანასე ალექსანდრიელისა, ფოტი კონსტანტინეპოლელისა), იოანე დამასკელის „სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისათჳს შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“, მისივე „უწყებათაგან პირველთა, დიდითა გამოწულილვითა შეკრებული საკითხავი ყოლადქებულისა შობისათჳს უფლისა“, სოფრონ იერუსალიმელის „სიტყუაჲ ხარებისათჳს“, ნეტარი კონსტანტინეპოლელის „წამებაჲ წმიდისა თეოდორე ტჳრონისა და სასწაულისა მისთჳს, რომელი-იგი აღასრულა ყოლადქებულმან უძლეველმან მოწამემან ჟამთა ივლიანე განდგომილისათა“, დოროთეოს ტვირელის „მოწაფეთა მათთჳს უფლისათა“, „თხრობაჲ მარგებელი, ძუელთა თხრობათაგან შეკრებილი მაუწყებელად საჴსენებელსა საკურველებით ქმნილისა სასწაულისა, რაჟამს სპარსნი და ბარბაროზნი დედოფალსა ამას ქალაქთასა ბრძოლად მოადგეს და წარტყუენეს, ხოლო ქალაქი ესე უვნებელად დაცული მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მიერითგან წლითი-წლადსა გალობასა შესწირავს სამადლობელსა, დაუჯდომელად სახელმდებელი დღისა ამის“. „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გიორგისი“, „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორე ტჳრონისაი“, „მცნებაჲ მღდელთა მიმართ“, „მცნებაჲ წმიდისა ჟამისწირვისაჲ მღდელთა მიმართ, რაჲთა არა წირვიდენ დღესა შინა ორგზის, არამედ ერთგზის“ და სხვ. ეს ნათარგმნი ლიტერატურა მეტნაკლები სისრულით ასახულია კ. კეკელიძისა და ე. გაბიძაშვილის ბიბლიოგრაფიულ ნაშრომებში.

განსაკუთრებული სამეცნიერო და სულიერი ღირებულებისაა გიორგი მთაწმინდელის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაშრომი – „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი“, რომელიც ყველაზე სანდო წყაროა ათონის ქართველთა მონასტრისა და ათონური სალიტერატურო სკოლის ისტორიისთვის.

ე. კოჭლამაზაშვილი

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელთნაწერი აღაპებით, ტფ., 1901;
  • გაბიძაშვილი ე. ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ტტ. 1-6, თბ., 2004-12 წწ.;
  • გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. 2 (XI-XV სს.), ი. აბულაძის რედ., თბ., 1967;
  • გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), თბ., 2007;
  • დიდი სვინაქსარი, გიორგი მთაწმიდელი, თბ., 2017;
  • დიდი სვინაქსარი, მ. დოლაქიძე, დ. დ. ჩიტუნაშვილის გამოც., თბ., 2018;
  • წმ. გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაი ქებისა ებათაჲვსაჲ, გამოსაცემად მოამზადა გ. კიკნაძემ, თბ., 2013;
  • კობიაშვილი მ., გრიგოლ ნოსელის „შესხმაჲ მელეტი ანტიოქელისაჲ“, კრ. „ძველი ქართული მწერლობის მატიანე“, 2, თბ., 1985;
  • კოჭლამაზაშვილი ე., გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებისა – „დაბადებისათვის კაცისა“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 2, თბ., 2009;
  • მისივე, წმ. გრიგოლ ნოსელის „ცხოვრება წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედისა“ და მისი ძველი ქართული თარგმანები, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 2, თბ., 2009;
  • საქმე მოციქულთა, ი. აბულაძის გამ., ძველი ქართული ენის ძეგლები, 7, თბ., 1950;
  • ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII სს-თა ხელნაწერების მიხედვით, თბ., 1960;
  • ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, თბ., 1979; წმიდა გრიგოლ ნოსელი, საკითხავი ქრისტეს შობის დღესასწაულზე, თბ., 2006;
  • ხევსურიანი ლ., „ზატიკის“ ორი ძველი ქართული რედაქცია: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 1, თბ., 2008.
  • ალექსიძე ზ., გიორგი მთაწმიდლის ქართული ოთხთავის ანდერძები. კრ., ქრისტიანული კავკასია, 3, თბ., 2016;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • კიკნაძე გ., გიორგი მთაწმიდელის ერთი თარგმანის კიმენი და ლექსიკა, კრ., „ძველი ქართული მწერლობის ოთხი ძეგლი“, თბ., 1965;
  • გრიგოლ ნოსელის ნააზრევის ფილოლოგიური ასპექტებისათვის („თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“-ს გიორგი მთაწმიდლისეული თარგმანის მიხედვით), „ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული“, თბ., 1997;
  • ჩიტუნაშვილი დ., დიდი სვინაქსარისათვის დართული გიორგი მთაწმიდელის ანდერძები, ბიზანტინოლოგია საქართველოში, ტ. 2, თბ., 2011;
  • Peradze G., Die alt-christliche Literatur in der georgischen Überlieferung: Orch, 3-te Serie, 5-ter B., Leipzig 1930;
  • Tarchnishvili M., Geschichte der kirchlichen georgischen Litera- tur (Studi e Testi 185), Città del Vaticano, 1955.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები