მღვდლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მღვდლობა - ქრისტიანულ რელიგიაში შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი.

მართლმადიდებლური მოძღვრების შესაბამისად, ქრისტე არის ეკლესიის ერთადერთი მღვდელი, მწყემსი და მოძღვარი. იგი ეკლესიის ცოცხალი და ერთადერთი თავია. მღვდლობის საიდუმლოც ამას მოწმობს.

მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები არ მოქმედებენ ქრისტეს „სახელით“ ან ქრისტეს „ნაცვლად“ ისე, თითქოს, ქრისტე იქ არ იმყოფება, პირიქით, მათი ამოცანაა, გამოავლინონ და დაამოწმონ ქვეყნიერებაზე ქრისტეს ნამდვილი მყოფობა.

ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები სულიწმინდის მადლს იღებენ, რათა სულიწმინდაში ადამიანებს მოუვლინონ ქრისტე. ამგვარად, თავის რჩეულ მსახურთა მეშვეობით ქრისტე აღასრულებს თავის მღვდლობას, მუდმივად სწირავს მამა ღმერთს მსხვერპლად საკუთარ თავს კაცობრივი ბუნებით თავისი ძმებისა და დებისათვის. თავისი მსახურების მეშვეობით ქრისტე მოქმედებს, როგორც მოძღვარი, რომელიც მამა ღმერთის სიტყვას უცხადებს ადამიანებს. იგი მოქმედებს, აგრეთვე, როგორც მწყემსი კეთილი, რომელსაც მიჰყვებიან „ცხვრები”. ქრისტე მოქმედებს, როგორც მკურნალი, რომელიც შეუნდობს ცოდვებს და კურნავს სენს, როგორც ფიზიკურს, ასევე, მშვინვიერსა და სულიერს. იგი მოქმედებს, როგორც ეპისკოპოსი (ბერძნ. „მცველი“, „მეთვალყურე”), რომელიც თვალყურს ადევნებს თემს და იცავს მას. ის მოქმედებს, როგორც დიაკვანი (ბერძნ. „მსახური”), რადგან „არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის“ (მა თე, 20:28).

მღვდლობის საიდუმლო უზრუნველყოფს ეკლესიის მემკვიდრეობითობასა და ერთიანობას საუკუნეთა მანძილზე, ქრისტესა და მოციქულთა დროიდან – ღვთის მარადიული სასუფეველის დადგომამდე.

სამღვდელოებამ, რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გამოავლინოს ღვთის მადლი, რომელიც მას მიცემული აქვს ხელდასხმის საიდუმლოში, მაგრამ სასულიერო პირთა მიერ შესრულებული საიდუმლოებების ნამდვილობა და მადლმოსილება დამოკიდებულია არა თითოეული მათგანის პირად სათნოებაზე, არამედ თავის ეკლესიაში სულიწმინდით მოქმედი ქრისტეს მყოფობაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები