მოხეური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 48: ხაზი 48:
  
 
სახელსა და ზმნას შორის გვაქეს აზსრობრიეი შეთანხმების შემთხვევები: „ხალხი მიულოცავდეს (=მიულოცავდნენ), იმათ სადღეგრძელოს დალევდეს (= დალევდნენ)“.
 
სახელსა და ზმნას შორის გვაქეს აზსრობრიეი შეთანხმების შემთხვევები: „ხალხი მიულოცავდეს (=მიულოცავდნენ), იმათ სადღეგრძელოს დალევდეს (= დალევდნენ)“.
 +
 +
მიცემით ბრუნვაში დასმული ობიექტი ზმნას ეთანხმება მრავლობით რიცხვში I და II პირის ფორმათა გამოყენებისას: ჩვენ გვ-მალ-ავ-ს – გვ-მალ-ვ-ენ, თქუენ – გ-მალ-ავ-ს-თ – გ-მალ-ვ-ენ-თ. III პირში მრავლობითი რიცხვი არ აღინიშნება, [[ინვერსიული ზმნები|ინვერსიულ ზმნებში]]ც კი: მათ ე-წ-ყინ-ა (და არა: ეწყინათ), ზ-ძინ-ი-ა (და არა: ზძინიათ). შეინიშნება სახელობითში დასმული ობიექტის ზმნასთან რიცხეში შეთანხმების შემთხეევები: მე ვ-ნახ-ენ ესე-ნ-ი, ძმა-ნ-ი წა-ხ-კიდ-ნა. აღსანიშნავია ვნებითი [[გვარი (ზმნის)|გვარი]]ს ფორმასთან ძველ ქართულში პოვნიერი კონსტრუქციების გამოყენება: „მეშინია იმ კაცისგა (=ბკაცისგან)“, „იმ ქალისგა (= ქალისგან) ძრიად მეხათრება“.
 +
 +
მოხეურში სიტყვაწარმოებითი დანიშნულებითაა გამოყენებული ნანათესაობითარი გასუბსტანტივებული ფორმები: ფეჴ-ის-ა-ი „ფერხული“, ჩოჴ-ის-ა-ი ,ჩოხის ნაჭერი“. - ურ სუფიქსი, სადაურობის გარდა,
 +
გამოხატავს კუთვნილებასაც და ამ შემთხვევაში ნათ. ბრუნვით შეიძლება შეიცვალოს: ყაზბეგ-ურ-ი
 +
ადგილი „ყაზბეგის, ყაზბეგიანთ ადგილი“. მიზნის სემანტიკა გამოიხატება -ობ -(ა) სუფიქსიანი [[მასდარი]]ს ფორმებით: დამოუკიდებლად (ნადირ-ობ) ან უთანდებულო და თანდებულიანი მიცემითით (ნა-დირობას || ნადირობაზე), ან ვითარებითით (ნადირობ-ად), ანდა გაუდიფერენცირებელი მიცემით-ვითარებითით (ნადირობა). ადგილის სახელწოდებათა საწარმოებლად გამოყენებულია -ობ: ყან-ობ-ი, ბოსლ-ობ-ი.

01:33, 6 თებერვალი 2024-ის ვერსია

მოხეურიქართული ენის დიალექტი, გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში – ხევში.

ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, თერგის აუზში. აღმოსავლრთით მას ხევსურეთი ესაზღერება, სამხრეთით – მთიულეთი, ჩრდილოეთით – ჩრდილო ოსეთი, დასავლეთით – შიდა ქართლი. ხევში, გარდა მოხევეებისა, ცხოვრობენ ხევსურები, ქისტები, ოსები. ხევზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მოხეურის ფონოლოგიური თაეისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

დაცულია ფონემა ჴ: ჴარი, ჴმალი, ჴოცს…, თუმცა ახალი თაობის მეტყველებაში იგი თითქმის აღარ ისმის. შედარებით მკვიდრია უმარცვლო Uuuu.JPG-ს პოზიცია. ზოგჯერ მას სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც აქვს: სველი „დასველებული“ – სUuuu.JPGელი „შრატი, წაქი“; შეინიშნება ხმოვნის ფშევინიერი და იოტისებული შემართვის კვალი: ჰეკალი || ჲეკალი… ჩაკითხვისა და კითხვით-ძახილის ინტონაციისას თავს იჩენს მახვილიანი Ss wertilit.PNG: ძაუგს მიდიხარ? ძაუგსSs wertilit.PNG. ხმოვანთა ძლიერი რედუქცია: შკმები „სკამები“, ნიკბის „ნიკაპის“… დასტურდება დისიმილაციური გამჟღერების შემთხვევები: პატარა – ბატარა. მოხეურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფონეტტიკური თავისებურებაა კომპლექსთა ნაირსახოვანი ცვლილებები: შხ → ჩხ (შხამა → ჩხამა): ჩქ → შქ (გააჩქარე → გააშქარე); სხ → ცხ (სხვა → ცხო) და პირიქით: ცხ → სხ (ცხიმიანი → სხიმიანი), სტ → შტ (ქისტი → ქიშტი); სკ → შკ (სკამი →შკამი)…

მოხეურში უა || ვა → ო პროცესი თითქმის გამონაკლისის გარეშეა გატარებული ყველა პოზიციაში: ვახტანგ → ოხთანგ, სიტყვა → სიტყო… ცელილებას შესაძლოა წინ უძღოდეს მეტათეზისი: მთვრალი → მთრვალი → მთროლი; თავს იჩენს საპირისპირო პროცესიც: ო → ვა: ოსი → ვასი, გიორგი → გივარგი Uuuu.JPGე || ვე → ო ცვლილება ორი ნაირსახეობით გვხედება Uuuu.JPGე → ვე → ო: გაშვება → გაშობა-; Uuuu.JPGე → ვე → Oooo.PNG: ძველი –> ძOooo.PNGლი; ო და Oooo.PNG ოპოზიცია ზოგჯერ მნიშვნელობებსაც განარჩევს: დოგოხმარა „დაგვახმარა“ – დOooo.PNGOooo.PNGხმარა „დაგვეხმარა“. შეინიშნება Oooo.PNG-ს დელაბიალიზაციის ტენდენციაც: დაგვეძინა – დOooo.PNGOooo.PNGძინა – დOooo.PNGგეძინა || დოგეძინა…ასევე ორი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი Uuuu.JPGი → ვი → უ-: მშვიდობა → მშუდობა; Uuuu.JPGი → ეი U xaziT.PNG: გვითხრა → გU xaziT.PNGთხრა, შვიდი → შU ori wertilit.JPGდი… ხდება -U xaziT.PNG ხმოვნის დელაბიალიზაციაც: დოგU xaziT.PNGრჩა → დოგირჩა. მოხეურს ახასიათებს უ → Uuuu.JPGი || ეი პროცესიც: დურბინდი → დვირბინდი. ზოგჯერ შეინიშნება ბოლოკიდური პოზიციის ცვეთის შემთხვევები: სახლისთვის → სახლისთUuuu.JPGი –: ლაბიალური თანხმოვანი ახდენს ხმოვნის პროგრესულ ასიმილაციას: პავლე → პოვლე, ამბავი → ამბოვი-.

I სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა ფონეტიკური ნაირსახეობანია: ჰ → ხ (ყრუ თანხმოვნების წინ: დახკაზმა, ხყვების) → ღ (სონორებისა და , მჟღერი თანხმოევნების წინ: ღმართებს, ლბრალობს); ს → შ (შიშინა ყრუ აფრიკატების წინ: შჭამს, შაშჩივლა) → ჟ (შიშინა მჟღერი აფრიკატის წინ: ჟჯავრობს), ს → ზ (, ძ მჟღერების წინ – მიზდევ, დაზძახა).

მოხეურში თავისებურია არა მარტო მახვილი, არამედ თითოეული ბგერის წარმოთქმაც: დამახასიათებელია მჟღერობის მაღალი ხარისხი, ფშვინვიერთა ბუნების შენარჩუნება და გაძლიერება. მოხეურში მახვილი არაა ფონოლოგიური; იგი სიტყვას ანიჭებს მუსიკალურ-ტონურ ელფერს და იცავს მას წინადადებაში მონოტონური წარმოთქმისაგან. მართალია, ცალკე სიტყვაში მოხეურის მახვილი ჰგავს მთიულურისას, მაგრამ მრავალმარცევლიან სიტყვაში ის ტონურ-დინამიკურისაკენ იხრება ისვე, როგორც სალიტერატურო ქართოულშია. სიტყვაში მთავარი და დამატებითი, თანამახვილი, შეინიშნება ბოლოდან მესამე-მეოთხე მარცვლებში. მრავალმარცვლიან სიტყვაში ორი მახვილი – დინამიკური და ტონური უდავოა. ტონური ჩანს დომინანტი. ტონის ამაღლება მესამე-მეოთხე მარცვალზეა.

მორფოლოგიური თავისებურებათაგან ყურადღებას იქცევს შემდეგი: სახელობითში ბრუნვის ნიშანი -ი დაერთვის როგორც თანხმოვანზე, ისე -ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს: გუთან-ი, ქალა-ი… სხვა ხმოვნებზე ფუძედაბოლოებული სახელები, როგორც წესი, -ი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ. გამონაკლისია უ-ზე დაბოლოებული ერთმარცელიანი სახელები, რომელთაც ბრუნვის ნიშნის წინ უვითარდებათ ვ:ბუვ-ი, ყრუვ-ი-; უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ადგილის გარემოების გამომხატველად: ძაუგს წავიდა. ამ დანიშნულებით იგი იხმარება -თა სუფიქსიან მრავლობითთანაც (ნანათესაობითარი მიცემითი) – ცოლეურ-თა-ს დარჩებოდა-; მიცემითის ფორმა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვითარებითი ბრუნვის ფუნქციით: მზა-ს „მზად“, ტიტველას „ტიტველად“… და მოქმედებითი ბრუნვის დანიშნულებით: მამყვა სროლა-სროლა-ს („სროლა-სროლით"). მიცემითის -ს ნიშნით ფორმდება ზოგი ზმნისართი: წელია || წელია-ს… იგივე ზმნისართები შესაძლოა ნათესაობითი ბრუნვის ფორმითაც იქნეს წარმოდგენილი: წეღან-ის…ნათესაობითი, და მოქმედებითი ბრუნვის ნიშნები ვერ კვეცენ -ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს და არც თვითონ რედუცირდებიან: ქალა-ის, ქალაით. დრო-ჟამის აღმნიშვნელი სიტყვების ნათესაობითი ბრუნვის ფორმა გამოხატავს დროის გარემოებას (ზამთრ-ის – „ზამთარში“); უთანდებულო მოქმედებითს შეუძლია გადმოსცეს გამოსვლითობა (აბლატივი) გერგეტ-ით (= გერგეტიდან); ფართოდაა გავრცელებული -ივ სუფიქსიანი წარმოება: ზამთარივ – „ზამთარში“, უნებლ-ივ – „უნებურად“.. წოდებითში ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან დამოწმებულია -Uuuu.JPG || უ: ქალა–Uuuu.JPG || ქა- ლა-უ…; ნაწილაკები შესაძლოა მიერთოს ნაცვალსახელთა ბრუნვის ფორმას (და არა ფუძეს, როგორც ეს სხვა დიალექტებსა თუ სალიტერატუროქართულში გვხედება): რა-მა-მე „რამემ“, რა-მ-ღა-ც „რაღაცამ“, ვინ-ებ-ი-ღა-ც „ვიღაცები“.

მოხეურში პროდუქტიულია ვითარების ზმნისართების -ებურ || -ებულ სუფიქსით წარმოება: ქარებულას || ქარებულად, ფარებულას || ფარებულად. იშვიათია -დამ თანდებული: გარედამ – „გარედან“. ამ ფუნქციით გამოიყენება უთანდებულო მოქმედებითი: სახლით, გარეთით. ჩვეულებრივი მოვლენაა -ში || შიგ (ჩი || ჩიგ), -ზე || ზედ, -გან თანდებულიანი სახელების -თი ფორმანტით გაფორმება (გამოსვლითობის ფუნქციის დაკონკრეტების შემთხვევაში): ჯარ-ჩიგა-თ – „ჯარში და იქიდან“, სახნავ-ზედ-ით – „სახნავზე და იქიდან“.

მოხეურში სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები თითქმის თანაბრად იწარმოება -ნ, -თა და -ებ სუფიქსებით. თავს იჩენს ზოგი თავისებურება: III პირის ნაცვალსახელთა მრავლობითის ფორმები უპირატესად -ებ სუფიქსით იწარმოება: ესე-ებ-ი || ეს-ებ-ი – „ესენი“, ის-ებ-ი – „ისინი“, ზოგ-ებ-ი / „ზოგნი“… -ებ გასდევს ბრუნების მთელ პარადიგმას: ემე-ებ-მ-ა – „ამათ“, ემე-ებ-ს, ემე-ებ-ის …; -ნ / -თ(ა) სუფიქსიანი მრავლობითი ოჯახის, შტო-გვარის სახელთა ძირითადი მაწარმოებელია. მის პარალელურად იხმარება -ენ ||-ეთ სუფიქსებიც.

მოხეურში შეინიშნება ზოგი თავისებურება ზმნისწინთა გამოყენებაში: მოსალოდნელია მო- (მა-), იხმარება გა- სიზმარი გევჩU xaziT.PNGქენა, და-ს ცვლის გა- ზმნისწინი, ან – პირიქით: მძინარს [ძმებს] სულ თურმე გაშჭრა თავები; თავის ძროხა მეზობლის ძროხებჩი დაურია…

I სუბიექტური და ობიექტური, ასევე II ობიექტური პირის აღნიშვნა მოხეურში ისევე ხდება, როგორც სალიტერატურო ენაში, ოღონდ I სუბიექტური პირის მომდევნოდ თითქმის ყოველთვის იხმარება III ობიექტური პირის ნიშანი, ისევე როგორც ეს იყო ქართულ სალიტერატურო ენაში თითქმის XIX ს-ის ბოლომდე: ცელს გამოვსწკეპავთ, ქასურით გავღლესთ; ნამყო უსრულსა და ნამყო ძირითადში მრავლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის ნიშანი, ჩვეულებრივ, არის –ეს: ა-კეთ-ებ-დ-ეს – „აკეთებდნენ“, გამა-ი-პარ-ნ-ეს „გამოიპარნენ“…; ნამყო ძირითადში მხოლობითი რიცხვის III სუბიექტური პირის ნიშნად -ა გვაქვს: ამა-ი-ღა „ამოიღო“, ჩა-ა-გ-ა „ჩააგო“ ანალოგიური ვითარებაა II თურმეობითშიც: ე-ე-ღ-ა „აეღო“.

მოხეურში ხოლმეობითის ფორმები სამგვარად იწარმოება: ოდენ -ი სუფიქსით: (ჴნ-ავ-დ-ი-ს, მა-ჴნ-ი-ს), საკუთრივ დიალექტური – ოდენ -კე ჩაწილაკით (ჴნ-ავ-ს-კე, ჴნ-ავ-დ-აკე), უფრო ხშირად კი – ზემოხსენებული ორი წარმოების კონტამინაციით: ჴნ-ავ-დ-ი-ს-კე, ჴნ-ავ-დ-ი-ან-კე; მა-ჴნ-ი-სკე, მა-ჴნ-ი-ან-კე.

ბრძანებითი ორი სახისაა: კატეგორიული (იყენებს ნამყო ძირითადის II პირის ფორმას: გა-ა-მზად-ე) და თხოვნით-წაქეზებითი, რომელიც ორი ნაირსახეობით გვხვედება: -ღა ნაწილაკით (გა-ა-მზად-ე-ღა) და - ოდ-ე დაბოლოებით (გა-ა-მზად-ოდ-ე).

მოხეურს ახასიათებს კავშირებითის ფორმათა წარმოების თავისებურებანი: I კავშირებითში ყოველთვის არის -ე (მალ-ავ-დ-ე-ს, ი-მალ-ებოდ-ე-ს); II და III კავშირებითში გარდამავალ ზმნათა წარმოება უნიფიცირებულია – გამოიყენება -ა (და-მალ-ა-ს, წა-უ-ღი-ა-ს, და-ა-ბრუნ-ა-ს… და-ე-მალია-ს… ).

მოხეურში კაუსატივის წარმოებისას ზმნაში პირის ნიშნით აისახება არა ირიბი, არამედ პირდაპირი ობიექტი: და-გ-ა-გლეჯ-ინ-ებ „დავაგლეჯინებ მე მას შენ თავს“.

უპირატესობა ეძლევა უძველესი ფორმაციის ზმნების უთემისნიშნოდ გამოყენებას: ჩეჩ-ს „ჩეჩავს“, ჴეჴ-ს – „ქვებს ისვრის“, კეც-ს – „კეცავს“ .

მოხეურის სინტაქსიდან საყურადღებოა შემდეგი:

სახელსა და ზმნას შორის გვაქეს აზსრობრიეი შეთანხმების შემთხვევები: „ხალხი მიულოცავდეს (=მიულოცავდნენ), იმათ სადღეგრძელოს დალევდეს (= დალევდნენ)“.

მიცემით ბრუნვაში დასმული ობიექტი ზმნას ეთანხმება მრავლობით რიცხვში I და II პირის ფორმათა გამოყენებისას: ჩვენ გვ-მალ-ავ-ს – გვ-მალ-ვ-ენ, თქუენ – გ-მალ-ავ-ს-თ – გ-მალ-ვ-ენ-თ. III პირში მრავლობითი რიცხვი არ აღინიშნება, ინვერსიულ ზმნებშიც კი: მათ ე-წ-ყინ-ა (და არა: ეწყინათ), ზ-ძინ-ი-ა (და არა: ზძინიათ). შეინიშნება სახელობითში დასმული ობიექტის ზმნასთან რიცხეში შეთანხმების შემთხეევები: მე ვ-ნახ-ენ ესე-ნ-ი, ძმა-ნ-ი წა-ხ-კიდ-ნა. აღსანიშნავია ვნებითი გვარის ფორმასთან ძველ ქართულში პოვნიერი კონსტრუქციების გამოყენება: „მეშინია იმ კაცისგა (=ბკაცისგან)“, „იმ ქალისგა (= ქალისგან) ძრიად მეხათრება“.

მოხეურში სიტყვაწარმოებითი დანიშნულებითაა გამოყენებული ნანათესაობითარი გასუბსტანტივებული ფორმები: ფეჴ-ის-ა-ი „ფერხული“, ჩოჴ-ის-ა-ი ,ჩოხის ნაჭერი“. - ურ სუფიქსი, სადაურობის გარდა, გამოხატავს კუთვნილებასაც და ამ შემთხვევაში ნათ. ბრუნვით შეიძლება შეიცვალოს: ყაზბეგ-ურ-ი ადგილი „ყაზბეგის, ყაზბეგიანთ ადგილი“. მიზნის სემანტიკა გამოიხატება -ობ -(ა) სუფიქსიანი მასდარის ფორმებით: დამოუკიდებლად (ნადირ-ობ) ან უთანდებულო და თანდებულიანი მიცემითით (ნა-დირობას || ნადირობაზე), ან ვითარებითით (ნადირობ-ად), ანდა გაუდიფერენცირებელი მიცემით-ვითარებითით (ნადირობა). ადგილის სახელწოდებათა საწარმოებლად გამოყენებულია -ობ: ყან-ობ-ი, ბოსლ-ობ-ი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები