ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხე – მრავალწლიანი, მერქნიანი ტანის (ღეროს) მქონე მცენარე. მისი ძირითადი ნაწილებია: ფესვი, ღერო, ვარჯი და ფოთოლი. ხე ფოთლების მიხედვით იყოფა წიწვოვან და ფართოფოთლოვან სახეობებად. პირველი გამოირჩევა უხეში მარადმწვანე ნემსისებრი ან ქერცლისებრი ფოთლებით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება მაგ., ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი, კვიპაროსი, სეკვოია. ფართოფოთლოვანი ხეებისათვის დამახასიათებელია ფართო და ბრტყელი ფოთლები, რომელთა სისქე გაცილებით ნაკლებია სიგრძესა და სიგანეზე. ასეთი სახის ფოთლები ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ ცვივა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნეკერჩხალი, წიფელი, იფანი, რცხილა, წაბლი, თელა, თუთა, ევკალიპტი და სხვ. ფოთლების კლასიფიკაციის გარდა, ხეები იყოფა აგრეთვე ფოთოლმცვენ და მარადმწვანე ჯგუფებად. ფოთოლმცვენ მცენარეებს აქვთ ფოთლის საფარის მკვეთრი მონაცვლეობა; ხეზე არსებული ფოთოლი კარგავს მწვანე შეფერილობას, ფოთლები ცვივა. გარკვეული პერიოდი ხე უფოთლოდ ძლებს, შემდეგ, გაზაფხულზე კვირტიდან იზრდება ახალი ფოთოლი. მარადმწვანე ხეებისთვის ფოთლის საფარის მკვეთრი მონაცვლეობა დამახასითებელი არ არის. ხეზე ფოთლები წელიწადის ყველა დროშია წარმოდგენილი, ხოლო ფოთოლშეცვლა თანდათან, მცენარის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს. ხე, ისევე როგორც ქვა, წარმოადგენს ბუნებრივ მასალას და მისგან მიღებული მერქანი პრაქტიკულად შეუცვლელი მასალაა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, ხოლო თვით ხე (ტყე) დედამიწაზე სიცოცხლის პირველწყაროდაა მიჩნეული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები