ფესვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფესვი - მცენარის ის ორგანოა, რომელიც მას ნიადაგში ამაგრებს და მისგან ითვისებს წყალს, მასში გახსნილ სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებას და აგროვებს საკვებს; ფესვი ნიადაგში აბრუნებს შხამებს, მქავებს, რომლებიც მცენარის მიწისზედა ნაწილებში გამოიყოფა და დაგროვების შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სიკვდილიანობას იწვევს.

Fesvi.PNG

ფესვებს სხვა დანიშნულებაც აქვს. ზოგიერთი ფესვი მცენარის საზრდო ნივთიერების მარაგს წარმოადგენს (სტაფილო, ჭარხალი, თალგამი და სხვ.)ფესვებზე განვითარებული დამატებითი კვირტები კი ამონაყარით მცენარეების გამრავლების საშუალებას გვაძლევს (მურყანი, ტირიფი, პირშუშხა და სხვ.).

წარმოშობის მიხედვით ცნობილია სამი ტიპის ფესვი: მთავარი, გვერდითი და დამატებითი, რომლებიც ქმნიან ფესვთა სისტემას, მთავარ ღერძიანსა და ფუნჯას. მთავარღერძიანს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი აქვს, რომელიც სიგრძითა და სიგანით აღემატება მის გვერდით და დამატებით ფესვებს. ფესვთა ამ სისტემას მიეკუთვნება თითისტარისებრი (სტაფილო, ჭარხალი), თალგამისებრი (ბოლოკი, თალგამი) და სხვ. მთავარი ფესვის განუვითარებლობით ან ზრდის შეჩერებით დამატებითი ფესვები, გვერდით ფესვებთან ერთად, ერთნაირი სიგრძისა და სიგანის არიან, ასეთ ფესვებს ფუნჯა ფესვები ეწოდება. მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვებიდან წარმოიქმნებიან გასქელებული, ხორცოვანი ფესვები, რომლებშიც იქმნება და გროვდება სხვადასხვა შედგენილობის ნივთიერება, ასეთ ფესვებს სამარაგო ანუ მასაზრდოებელ ფესვებს უწოდებენ, რომელთა ფორმაც თითისტარისებრი, თალგამისებრი და ტუბერისებრია (ფესვგუბერი). ფესვტუბერი ისეთი გასქელებული ხორცოვანი ფესვია, რომელიც წარმოქმნილია გვერდითი და დამატებითი ფესვებისაგან. მას აქვს დამატებითი კვორტები, რომლებიც ვეგეტატიურ გამრავლებას ემსახურებიან.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები