ტირიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტირიფი

ტირიფი (ლათ. salix) – ხის ჯიში; მიეკუთვნება ტირიფისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარს. გვარი მოიცავს 600-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის სარტყლებში.

საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 17 სახეობა. უმეტესობა მთის შუა, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში იზრდება. ეტანება მთის ჩრდილოეთ ფერდობებსა და ნოყიერ ტენიან ნიადაგს. დაბლობში კი, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ და ჭალის ტყეებში ხარობს. მეტწილად გავრცელებულია წნორი ანუ თეთრი ტირიფი. მის ყვითელყლორტებიან ფორმებს „მანეულსა“ და „ყვითელ ტირიფს“ – საგანგებოდ აშენებენ და საკალათე წნელად და ჭიგოდ იყენებენ. ნამდვილი საკალათე ტირიფი – „მანეული“ ჩვენში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ბაკურიანისა და ციხიჯვრის მიდამოებში. ტირიფი ძირითადად დეკორატიული ხეა. მშენებლობაში არ გამოიყენება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები