სოჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოჭი - Abies nordmanniana (Steven) Spach

SoWi.PNG

მთ.რაჭ. — ჩიხრი, მეგრ. – გიბი, გიგიბი, სვან. – ნენ

ფიჭვისებრთა ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელია სოჭი. საქართველოში სოჭის ერთი სახეობა ხარობს, კავკასიური სოჭი და ინტროდუცირებულია 13 სახეობა. გვხვდება დასავლეთ საქართველოს მთის შუა და ზედა სარტყელში, ხშირად ნაძვთან და წიფელთან ერთად და აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ტენიან ხეობებში.

სოჭი სიმაღლეში 40-50 მ-ს აღწევს, სისქეში – 1.5 მ-ს. სხვა ფიჭვებისგან განსხვავებით ვარჯი პირამიდუ ლია და ძირიდანვე დატოტვილი. მარადმწვანეა. წიწვი ბრტყელია, 2-3 სმ სიგრძის, ზედა მხრიდან მუქი მწვანე. ქვედა მხრიდან გასდევს ორი მოვერცხლისფრო-თეთრი ზოლი. ზოლებს შორის მწვანე ქედია ამოზნექილი.

ღია ყავისფერი-მოყვითალო მდედრობითი გირჩი ცილინდრულია, სიგრძეში 10-18 სმ, ხოლო სიგანეში 3-5 სმ-ია. გირჩი სწორმდგომია. მწიფდება პირველივე - წელს და მომწიფებისას ქერქლებად იშლება. ამიტომ ხეზე გირჩის ღერძიღა შერჩება ხოლმე. მფარავი ქერქლი თხელია, დაკბილული და წაწვეტილი. ის არ არის შეზრდილი სათესლე ქერქლთან.

თვისებებით ძალიან ჩამოგავს ნაძვს, თუმცა მასზე ოდნავ რბილია, არა აქვს ფისსავალი გზები და არ შეიცავს ფისს. მისი სიმკვრივეა 3,7-6,0 კნ/მ3.

სოჭის მერქანი ძირითადად გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში, მშენებლობაში და მუსიკალური რეზონანსული ინსტრუმენტების დასამზადებლად.

მსოფლიოში სოჭის 50-მდე სახეობაა ცნობილი, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ჯიშები: ციმბირული, კავკასიის, ევროპული, ამურის, თეთრი, მაკედონიის, კილიკიის, სიცილიის, ნორდმანის, მარისის, კავაკამის, ორფოთლიანი, ფრაზერის, კორეიის, სახალინის, ვიჩის, დურანგო, გვატემალის, შენსიისკის, ჰიმალაიური, სემიონოვის, გიკელი, ესპანური, ნუმიდიის, ჩენგის, ფაბრის, ფორესტის და სხვ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები