თელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თელა

თელა − (ლათ. Ulmus), მერქნიან მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახიდან. ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) ხე, იშვითად ბუჩქი. სიმაღლე 30-40 მ აღწევს. ცოცხლობს 200-400 წელს. გვარი მოიცავს 50-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში. კავკასიაში იზრდება 9 სახეობა, აქედან ერთი – ქართული თელა (Ulmus georgica) საქართველოს ენდემია. იზრდება შირაქის ხევებში, მეტად მშრალ და მეჩხერ ტყეში. თელის წმინდა კორომები ძალზე იშვიათია. საქართველოს ფოთლოვან ტყეებში შერეულია თელადუმა (თელამუში), რომელიც გავრცელებულია მთის ტყეების შუა სარტყლამდე.

თელა ყინვაგამძლე და ჩრდილის ამტანი მცენარეა. ეტანება ნოყიერ და ტენიან ნიადაგს, ბევრი სახეობა გვალვასა და სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც ეგუება. განვითარებული გვერდითი ფესვების გამო ქარი ვერ აქცევს. იყენებენ ბაღ-პარკებისა და მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად, ქუჩებისა და გზების გასამწვანებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გვალვაგამძლე შუააზიის ენდემი – „ლალბანდი”. თელის მერქანი გამძლე და მაგარია, ძვირფასი საავეჯე მასალაა. გამოიყენება მშენებლობაშიც შიგა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის, კარ-ფანჯრების, დახვეული კიბის კონსტრუქციების, კიბის საფეხურების, მოაჯირების, თაროების და სხვ. დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები