ღერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stem.PNG

ღერო - ფესვის გაგრძელებას წარმოადგენს და განსხვავდება იმით, რომ მასზე ვითარდება ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი. მისი დანიშნულებაა ნიადაგიდან ფესვების მიერ შეწოვილი წყალი და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებები გაატაროს და გადასცეს ფოთლებს. ამ უკანასკნელის მიერ გადამუშავებული ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული პროდუქტები კი გაანაწილოს მთელ მცენარეში. ღერო ერთმანეთთან აკავშირებს ფესვსა და ფოთოლს. ფოთლების უბეებში კი ვითარდება კვირტი ან კვირტები; დაუტოტავ ღეროს კვირტებით და ფოთლებით ყლორტი ეწოდება. იმ ადგილს, სადაც ფოთოლი და კვირტი ზის მუხლი ეწოდება. მათ შორის მანძილს კი — მუხლთაშორისი.

ღერო უვითარდება ყველა უმაღლეს მცენარეს, მას უარყოფითი გეოტროპიზმი ანუ მზისკენ მისწრაფება — ჰელიოტროპიზმი (ჰელიო!- მზე) ახასიათებს. სწორმდგომი ღეროების გარდა ბუნებაში გვხვდება ნიადაგზე გართხმული ღეროები, რომელთაც ნიადაგში მუსლებიდან უვითარდებათ დამატებითი ფესვები — მათ მხოხავი ღეროები ეწოდებათ გვხვდება მცოცავი ღეროებიც, რომლებიც ლანა მცენარეებს აქვთ და იყოფიან სამ ტიპად იმისდა მიხედვით, თუ რა გზით ემაგრებიან ისინი სუბსტრატს. ამ მხრივ ცნობილია — ხვიარა, მცოცავი ლიანები და შესამე ტიპი, რომელიც საყრდენ სუბსტრატს ულვაშებით ან პწკალებით ემაგრება.

ღეროს ფორმები სხვადასხვაგვარია: ცილინდრული, წახნაგოვანი, სამწახნაგოვანი (ისლისებრთა ოჯახი), ოთხწახნაგოვანი (ტუჩოსანი) და მრავალწახნაგოვანი (კაქტუსისებრი). ზოგჯერ ღერო გაბრტყელებულია (დედინაცვლის ენა, წყლის ვაზი) და ხნოვანების მიხედვით განსხვავებული. ზოგიერთი მცენარის სავეგეტაციო პერიოდი რამდენიმე დღით განისაზღვრება, ხოლო ზოგის რამდენიმე ათეული, ასეული, ათასეული წლებით.

მცენარეები ღეროს ან ყლორტების მიხედვით შემდეგ სასიცოცხლო ფორმებად იყოფა: ხეებად, ბუჩქებად, ნახევარბუჩქებად და ბალახებად. ხეს 5–6 მეტრის და სხვადასხვა სიგრძის ღერო აქვს და ხასიათდება სხვადასხვა დატოტვით, უვითარდებათ ვარჯი. ბუჩქის ღეროს სიმაღლე 2-დან 6 მ-მდე აღწევს და ნიადაგის ზედაპირიდანვე იტოტება, მთავარი ღერო კარგად გამოსახული არ აქვს.

ნახევრად ბუჩქებს 1 და 1,5 მ-ის ზომის ღერო უვითარდებათ, რომლის ქვედა ნაწილი მრავალწლოვანია და უხევდებათ, ზედა ნაწილი ვეგეტაციის ბოლოს ხმება. ბალახი რამდენიმე სმ-დან ორი მ-ის სიმაღლის. სუსტი უმერქნო ღეროს მქონე მცენარეა.

ბალახოვანი მცენარეები არის ერთწლიანი, ორწლიანი და მრავალ წლიანი.

ერთწლიანი მცენარეები ზრდასა და განვითარებას ერთ საველევაციო პერიოდში გადიან, ისინი მცირე ზომის მცენარეებია.

ორწლიან მცენარეებს ვეგეტაციის ორი პერიოდი ახასიათები. ვეგეტაციის პირველ წელს მათ ფესვი და ფესვის ყელთან ნიადაგს ფოთლების როზეტი უვითარდებათ; ვეგეტაციის მეორე წელს კი ღერო — ყვავილებითა და ნაყოფებით. მრავალწლიან მცენარეებს მრავალწლიანი მიწისქვეშა ფესვები, ტუბერები და ბოლქვები აქვთ. მიწისზედა ნაწილები კი ერთ წელს ამთავრებენ ვეგეტაციას, ყვავილობას, განვითარებასა და ნაყოფის მოცემას.

მიწისქვეშა ღეროს სახეცვლილებას ეკუთვნის თიკერა, რომლის საშუალებითაც იგი ეგუება გარემო პირობებს, ხელს უწყობს ვეგეტატიურ გამრავლებას და საზრდო ნივთიერებების დაგროვებას.ფესურა ფესვისაგან განსხვავებით ივითარებს ფოთლებს, კვირტებს.

ტუბერი ლებნისქვეშა მუხლის გამსხვილების შედეგად წარმოიქმნეთა, რომელიც გრძელი, ჰორიზონტალურად განლაგებული მიწისქვეშა ყლორტია. ტუბერი ორგვარია: ფესვისეული და ღეროსეული.

ბოლქვი დამახასიათებელია ერთლებნიანი ბალახოვანი მცენაეები ათვის. იგი უარყოფით საარსებო პირობებს ეგუება, წარმოადგენს ვეეტატიური გამრავლების საშუალებას და ხელს უწყობს საზრდო ნივიერებების დაგროვებას.

გორგლბოლქვი მიწისქვეშა სახე შეცვლილი ყლორტია (ხარისძირა, მალა და სხვ.), რომელშიც ხშირად საზრდო ნივთიერება გროვდება.



წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები