წოვათუშური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წოვათუშური ენა – წოვათუშები ამჟამად ცხოვრობენ ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანში. აქ ისინი ჩამოსახლდნენ თუშეთიდან XIX საუკუნის 20-იან წლებში. მათ ენას მკვლევრები სხვადასხვა სახელწოდებით იხსენიებენ: თუშური ენა (გიულდენშტედტი, კლაპროთი, პ. უსლარი, ა. შიფნერი, ნ. მარი –); ბაცბური ენა (არნ. ჩიქობავა, ი. დეშერიევი, რ. გაგუა.). ამჟამად ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა „წოვათუშური ენა“.

წოვათუშური ენა იბერიულ-კავკასიურ ენების ნახურ ენათა ოჯახს განეკუთვნება. ამ ენაზე ლაპარაკობს სამი ათასამდე ადამიანი. საოჯახო ენის ფუნქციას ასრულებს. დამწერლობა არა აქვს. ქართული ენა არის წოვათუშებისათვის კულტურის, განათლების, საზოგადოებრივ-სახელმწიფო მოღვაწეობის სფეროში ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება. აქედან გამომდინარე, ქართული ენა არის მათთვის მშობლიური ენა და ეროვნებითაც ქართველად იწერებიან.

წოვათუშური ენაში ხმოვანთა რაოდენობა 15 მდეა: ა – AAA XAZIANI.PNG, ე – EEE XAZINI.PNG, ო – Oo xazit.JPG, უ – Uuuu.JPG. ნაზალიზებული ხმოვნები: , , , , .

სახელს აქვს 10 მარტივი ბრუნვა: სახელობითი, ერგატივი, მოქმედებითი, მიცემითი, ნათესაობითი, ვითარებით-გარდაქცევითი, განმსჭვალვითი, მიმართულებითი I, მიმართულებითი II, თანაობითი. გარდა აღნიშნული მარტივი ბრუნვებისა, წოვათუშურ ენას აქვს 14 ლოკატივური ბრუნვა, რომლებიც სახელის მოქმედებას ან მდგომარეობას აკონკრეტებენ სივრცეში.

თანხმოვანთა სისტემა შეიცავს 14 ფონემურ ერთეულს:

TANXMOVNEBIS SISTEMA.JPG

1. ბაგისმიერები, 2. კბილ-ბაგისმიერები. 1. კბილისმიერები,4. ლატერალურები, 5. წინაენისმიერები, 6. ვიბრანტები, 7. უკანასიბილანტები, 8. წინაეველარულები, 9. უკანაევლარულები, 10. ფარინგალურები, 11. ლარინგალურები

ზედსართავ სახელს აქვს სამი მორფოლოგიური კატეგორია: ბრუნების, რიცხვისა და კომპარატივისა. არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას იგი ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს. ოღონდ ფუძეს ერთვის -ჩო ელემენტი. რომლის ფუნქციაც უცნობია: ცალკე კი ისევე იბრუნვის, როგორც არსებითი სახელი.

წოვათუშურ ენას აქვს შემდეგი ტიპის ნაცვალსახელები: 1. პირის, 2. ჩვენებითი, 3. კითხვითი, 4. კუთვნილებითი, 5. კითხვით-კუთვნილებითი, 6. მიმართებითი, 7. ინკლუზივ-ექსკლუზივი.

სახელთა რიცხვის კატეგორია ხასიათდება შესაბამის აფიქსთა სიმრავლით: -ი, -იშ; -არჩ, -აჲრჩ, - რშ…

წოვათუშურ ენაში ზმნა მდიდარია მორფოლოგიური კატეგორიებით. ესენია: უღვლილება, კლასკატეგორია, პირის, კაუზატივის, კილოს, გვარისა და ასპექტის კატეგორიები.

ზმნის უღვლილების სისტემა ემყარება სამ საყრდენ ფუძეს – აწმყოს, მყოფადისას და ნამყოსას.

ზმნის რიგი გრამატიკული კატეგორია გამოიხატება როგორც სინთეზური, ასევე ანალიზური ფორმებით, ანუ მეშველი ზმნით.

წოვათუშურ ენაში გამოიყოფა უღვლილების ოთხი ტიპი: 1. ნეიტრალური, 2. ოდენპიროვანი, 3. კლასოვანი, 4. კლასოვან-პიროვანი.

მეოთხე ტიპის პარადიგმის ერთეულები თავისი მორფოლოგიური სტრუქტურით პოლიპერსონალური ზმნის მოდელს ქმნიან, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა თეორიული ენათმეცნიერების თვალსაზრისით.

წოვათუშურ ენას აქვს გვარის ჩამოყალიბებული მორფოლოგიური კატეგორია. მისი მაწარმოებელია -ლა (თეგ-ლა „კეთდება“, ხეტტ-ლა „იკითხება“ და სხვ.) პირის ნიშნებით გამოიხატება როგორც სუბიექტი, ასევე ობიექტი. მათი დიფერენციაცია ემყარება მახვილის ადგილს ზმნის ფუძეში. ეს არის ახალი მოვლენა.

კაუზატივს აწარმოებს -ით სუფიქსი, რომელიც გაჰყვება ზმნის უღვლილების მთელ სისტემას.

ლექსიკაში უხვად მოიპოვება ქართული ან ქართულის გზით შემოსული სხვა ენათა სიტყვები.

წოვათუშები იდეალური ბილინგვები არიან. ამდენად, ამ ენაში არაიშვიათად დასტურდება ინტერფერენციული მოვლენები.

სიტყვათა რიგი წინადადებაში არსებითად თავისუფალი.

ენაში დასტურდება როგორც თანწყობილი, ასევე ქვეწყობილი წინადადებები.

კ. ჭრელაშვილი


ლიტერატურა

  • ჭრელაშვილი კ. ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა, თბ., 1975;
  • მისივე, წოვა-თუშური ენა, თბ., 2002;
  • ქადაგიძე დ. ქადაგიძე ნ. წოვათუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ. 1984

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები