ფუძე (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუძესიტყვის (სიტყვა-ფორმის) ნაწილი, რომელიც რჩება დაბოლოების ჩამოშორების შემდეგ და რომელთანაც დაკავშირებულია სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა (მაგ., სიტყვაში სახლი ფუძე იქნება სახლ, სიტყვაში ხატავს კი – ხატავ). აგებულების თვალსაზრისით ფუძე შეიძლება იყოს მარტივი (შემდგომ დაუშლელი). წარმოდგენილი ძირის სახით, და ნაწარმოები (წარმოქმნილი ან რთული). წარმოების მიხედვით ფუძე შეიძლება იყოს პირველადი (როდესაც ფუძე ერთხელ არის ნაწარმოები, მაგ., კაც-ობა) და მეორეული (როდესაც ხდება ნაწარმოები ფუძის ხელახლა წარმოება: კაცობ-რიობა). მნიშვნელობის თვალსაზრისით არჩევენ მოტივირებულ და არამოტივირებულ ფუძეებს. ფუძე მოტივირებულია, თუ მისი მნიშვნელობა გასაგები ხდება მასში შემავალი ნაწილების მნიშვნელობით (მაგ. ფუძე სიტყვისა – სა-კაც-ე მოტივირებულია, რადგანაც მისი მნიშვნელობა აიხსნება კაც- ფუძისა და სა – ე მაწარმოებლის მნიშვნელობით: ის, რაც განკუთვნილია კაცისათვის). თუ ფუძის ასეთი მოტივირება შეუძლებელია, მაშინ ის იქნება არამოტივირებული (მაგ., სარ-კმელი).

ნ. სტურუა


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის. საფუძვლები, I. თბ., 1971;
  • ფოჩხუა ბ, ქართული ენის ლექსიკოლოგია. თბ. 1974.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები