პარადიგმა (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარადიგმა (ბერძ. paradigma – მაგალითი, ნიმუში).

1). ერთობლიობა სიტყვის (ძირის, ფუძის) გრამატიკულად განპირობებული ფორმებისა, რომლებიც ერთსა და იმავე კონტექსტში (მორფემა, სინტაგმა, ფრაზა) გამორიცხავენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან მიმართებაში in absrntia (შდრ. სინტაგმა). მაგ., ერთი და იმავე სახელის ბრუნვის ფორმები (კაცი, კაც-მა, კაც-ს, კაც.ის…) ქმნიან ბრუნების პარადიგმას; ზმნის ცვლა პირის მიხედვით (მ-აქვს, გ-აქვს…) იქნება უღლების პარადიგმა და ა. შ.

2. ერთ-ერთი სიტყვის ფლექსიური ცელა (ბრუნება, უღლება), როგორც ნიმუში მსგავს სიტყვათა ცვლისათვის. მაგ. ა. შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ ფუძეკუმშვადი სახელებისათვის ასეთი პარადიგმებია წარმოდგენილი: ხმოვნის კუმშვისთვის – სტუმარი, სტუმრის, ხმოვნის კუმშვისათვის – სომეხი, სომხის და ა, შ.

ი. ქობალავა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები