წირის გრეხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წირის მეორე სიმრუდე – იგივეა, რაც წირის გრეხა.

წირის გრეხა (ანუ მეორე სიმრუდე) – სიდიდე, რომელიც ახასიათებს სივრცითი წირის გადახრას მიმხები სიბრტყიდან. წირის გრეხა არის წირის წერტილში მიმხები სიბრტყის ბრუნვის სიჩქარე ანუ მხების გარშემო ბინორმალის ბრუნვის კუთხური სიჩქარე, როდესაც წერტილი წირზე მოძრაობს თანაბრად ერთეულოვანი სიჩქარით.

მუდმივი გრეხის წირები პირველად განიხილა სერემ. გრეხა და სიმრუდე წარმოადგენენ წირის ძირითად მახასიათებლებს. წირის გრეხის განმსაზღვრელი ანალიზური ფორმულები მიიღო ფრენემ (1852). მაგალითად, მუდმივი გრეხის წირს წარმოადგენს ხრახნწირი; ყოველი ბრტყელი წირის გრეხა ნულის ტოლია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები