ბინორმალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბინორმალი – ერთეული სიგრძის ვექტორი; სივრცითი წირის ბუნებრივი სამღერძის (ტრიედრის) ერთ-ერთი შემადგენელი ვექტორი , რომელიც მოდებულია წირის წერტილზე და მიმხები სიბრტყის პერპენდიკულარულია. განსაზღვრის თანახმად = × სადაც − მხების მგეზავი ვექტორია, ხოლო − მთავარი ნორმალის მგეზავი. სიმბოლო × − აღნიშნავს ვექტორულ ნამრავლს.
თუ წირი მოცემულია განტოლებით = (t), სადაც (t) - ნებისმიერი t პარამეტრის ვექტორული ფუნქციაა, მაშინ ბინორმალი შეიძლება გამოვითვალოთ ფორმულით:
სადაც p − წირის სიმრუდის რადიუსია, s − რკალის სიგრძე.
ტერმინი „ბინორმალი“ შემოიღო სენ-ვენანმა.