სიმრუდე (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმრუდესიდიდე, რომელიც ახასიათებს რაიმე გეომეტრიული ობიექტის (წირის, ზედაპირის, სივრცის) გადახრას მისი ერთგვაროვანი ობიექტისაგან (წრფე, სიბრტყე, ევკლიდეს სივრცე), რომელიც ითვლება უმარტივესად.

პირველი ავტორი, რომელიც განიხილავს სიმრუდეს, თუმცა არასაკმარისად ნათელი ფორმით, არის ნ. ორეში (XIV ს.). კეპლერს სიმრუდის წრის ცნება, რომელიც შემდგომში კვლავ აღმოაჩინა ლაიბნიცმა. ბრტყელი წირის სიმრუდის ცნება და თეორიის პირველი ვარიანტი ააგო ჰიუგენსმა (1673).

შემდგომში ნიუტონმა, ლაიბნიცმა და იაკობ ბერნულიმ ამ თეორიისათვის გამოიყენეს დიფერენციალური აღრიცხვის ახალი აპარატი. ნიუტონის ნაშრომი „Methodus fluxionum“, რომელიც შეიცავს სიმრუდის ფორმულას, გამოქვეყნებულია 1736 წ. არსებობს ორი მოსაზრება: ერთ-ერთი მათგანის მიხედვით – წიგნი არ განსხვავდება ხელნაწერისაგან, რომელიც მზად იხილეს 1671 წელს, ასე რომ, ნიუტონის შედეგები მიღებულია ჰიუგენსის გამოკვლევების ერთდროულად. მეორე მოსაზრების თანახმად, ნიუტონი იცნობდა ჰიუგენსის შრომას და აჩვენა, როგორ შეიძლება მიუსადაგო ახალი მეთოდი ძველ ამოცანებს. 1694 წელს იაკობ ბერნულიმ მოგვცა სიმრუდის რადიუსის გამოსათვლელი ფორმულა პოლარულ კოორდინატთა სისტემაში. ამ ფორმულებში პირველად იყო გამოყენებული მეორე წარმოებულის ცნება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები