რქაქვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რქაქვა – ქანწარმომქმნელი მაგმატური, შავი ან მუქიმწვანე ფერის, მინერალი ამფიბოლების ჯგუფისა, რომელიც მიეკუთვნება რთული ქიმიური შედგენილობის ზოლური სილიკატების ქვეკლასს.
სიმკვრივე – 3-3,4 გ/სმ2;
ქიმიური ფორმულა – Ca2(Mg,Fe,Al)5(Al,Si)8O22(OH)2.
ჩვეულებრივი რქაქვა არის კალციუმის, მაგნიუმისა და რკინის რთული ალუმინსილიკატი. ფართოდ არის გავრცელებული ნორვეგიაში, ჩეხეთსა და იტალიაში. ძირითადად გამოიყენება სამრეწველო მიზნებისათვის, მაგ., სამრეწველო-ტექნოლოგიური მეთოდით დაშლისას მისგან მიიღება ოპალი და კარბონატები; ტექნოლოგიურ პროცესებში ჰიდროთერმული დუღაბების გამოყენებისას, რქაქვა გარდაიქმნება კვარცად, ეპიდოტად, კალციტად და ქლორიტად; რქაქვის მინერალიდან შესაძლებელია მუქიმწვანე ფერის მინის გამოდნობა და სხვ.