დუღაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუღაბი − ცვლადი ან ჰეტეროგენური შემადგენლობის ერთფაზიანი სისტემა, რომელიც შედგება ორი ან მეტი კომპონენტისაგან. ტერმინ „დუღაბის” ქვეშ იგულისხმება: ცემენტის, კირის, თაბაშირისა და მისთ. ნარევი წყალთან და ქვიშასთან; თხევადი ნივთიერებები (მაგ., მარილის ან სპირტის ხსნარი წყალში, ოქროს ხსნარი ვერცხლისწყალში და სხვ.); აირის ხსნარი სითხეში, აირის აირში, სითხის სითხეში და სხვ. მშენებლობაში გამოყენებული დუღაბის სახეობებია: ალებასტრი, აირადი, არაგაჯერებული, ბეტონის, გადაჯერებული, განზავებული, გაჯერებული, გაჯის, დეკორატიული, ელექტროლიტური, თაბაშირის, თბილი, თიხაქვიშის, თიხის, თხევადი, კირ-თაბაშირის, კირ-თიხის, კირის, კირ-ტრასის, კირ-ქვიშის, კირ-ცემენტის, კოლოიდური, კონცენტრირებული, მჟავამედეგი, მსუბუქი, მყარი, პლასტიფიცირებული, პოლიმერული, რთული, სამშენებლო, სასაქონლო, სპეციალური, უცემენტო, ქვის წყობისათვის, ქვიშა-გუდრონის, ცემენტ-თიხის, ცემენტის, ცემენტ-პოლიმერის, ცემენტ-ქვიშის, ცეცხლმედეგი, ცივი, ხისტი, ჰიდრავლიკური და სხვ.

დუღაბის სიმტკიცე

დამოკიდებულია შემკვრელის აქტივობაზე და წ/ც-ის ფარდობაზე. დუღაბის მარკებია: 4, 10, 25, 50, 75, 100, 150, 200, 300. დუღაბის სიმტკიცის მნიშვნელოვანი მატება მიიღწევა მის შედგენილობაში სპეციალური წყალხსნადი პოლიმერული დანამატის შეყვანით (პოლივინილაცეტატი, პოლივინილის სპირტი და სხვ.).

დუღაბის წყალშეკავების უნარი

დუღაბის თვისება, არ განშრევდეს ტრანსპორტირებისას და შეინარჩუნოს საჭირო ტენიანობა თხელ ფენაში. ფოროვან საფუძველზე დაწყობისას (თიხის აგური, ბეტონი, მერქანი) დუღაბი სწრაფად გასცემს წყალს და ეს გაცემა შეიძლება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მას აღარ ეყოს წყალი ნარევის გამაგრებისათვის. წყალშეკავების უნარს ამაღლებს პლასტიფიკატორი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები