მაგნიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგნიუმი − (ლათ. Magnesium), ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო, რბილი, მბრწყინავი, მსუბუქი, ჭედადი ლითონი.

სიმბოლოა Mg.
სიმკვრივე – 1738 კგ/მ3.
დნობის ტემპერატურა – 650°C.
დუღილის ტემპერატურა – 1090°C.

წვის დროს გამოსცემს თეთრ კაშკაშა ალს. დედამიწის ქერქში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ელემენტი. მაგნიუმის კლარკი ტოლია 1,95% (19,5 გ/კგ). მაგნიუმის დიდი რაოდენობა არსებობს ზღვის წყალში გახსნილი მარილების სახით. ძირითადი მინერალები მაღალი მასითი შემცველობით შემდეგია: ზღვის წყალი – (0,12-0,13%), კარნალიტი – MgCl2 • KCl • 6H2O (8,7%), ბიშოფიტი – MgCl2 • 6H2O (11,9%), კიზერიტი – MgSO4 • H2O (17,6%), ეპსომიტი – MgSO4 • 7H2O (9,9%), კაინიტი – KCl • MgSO4 • 3H2O (9,8%), მაგნეზიტი – MgCO3 (28,7%), დოლომიტი – CaCO3·MgCO3 (13,1%), ბრუსიტი – Mg(OH)2 (41,6%).

მაგნიუმი გამოირჩევა კარგი პლასტიკურობით, ჭრადობით, ადვილად იწნეხება, იგლინება და სხვ. გამოიყენება: მსუბუქი შენადნობების დასამზადებლად (თვითმფრინავ- და მანქანათმშენებლობა); მეტალურგიაში – განმჟანგავად; ტიტანის, ცირკონიუმის, ვანადიუმის, ურანის, ბერილიუმის წარმოებაში (ე.წ. მაგნიუმთერმული მეთოდი); მაღალი სიმტკიცის თუჯის წარმოებაში; ელექტრობატარეების დასამზადებლად; ქიმიურ მრეწველობაში; მედიცინაში, ფოტოგრაფიაში, პიროტექნიკაში, სამხედრო საქმესა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები