ვანადიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანადიუმი (თანამედროვე ლათ. Vanadium < ძველსკანდინავიური Vanadis < სკანდინავიელი სილამაზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ფრეიას სახელის მიხედვით) – მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონი.

სიმბოლო V;
სიმკვრივე – 6110 კგ/მ3; დნობის ტემპერატუ-რა – 1887°C;
დუღილის ტემპერატურა – 3377 °C.

მდგრადია ზღვის წყლის, მარილმჟავის, აზოტმჟავის, გოგირდმაჟავისა და ტუტეების განზავებული ხსნარების მიმართ. მიეკუთვნება გაბნეულ ელემენტებს და ბუნებაში თავისუფალი სუფთა სახით არ გვხვდება. ძირითადად მიიღება რკინის მადნის ან ბესემერის წიდისგან, რომელიც წარმოადგენს თუჯის კონვენტორული გადამუშავების პროდუქტს. გამოიყენება ლეგირებული და კოროზიამედეგი ფოლადებისა და მაღალხარისხოვანი შენადნობების, ფეროვანადიუმისა და მინის წარმოებაში, საფეიქრო მრეწველობაში, გოგირდმჟავას წარმოებაში, თერმობირთვულ ენერგეტიკაში, ბატარეებსა და აკუმულატორებში და სხვ. შედის მელნისა და ტიპოგრაფიული საღებავის შემადგენობაში. ვანადიუმი მრავალმხრივად შხამიანი ნივთიერებაა – ორგანიზმში ქრონიკულად მოხვედრისას დარიშხანზე უფრო ძლიერ მოქმედებას იწვევს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები