კვარცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვარცი

კვარცი – კრისტალური კაჟმიწა. ის ბუნებაში ყველაზე გავრცელებული მინერალია (დედამიწის ქერქის 12% შეადგენს) და მოიპოვება როგორც სუფთა სახით, ისე სხვა მინერალებთან ერთად. შეიძლება იყოს ვარდისფერი, იისფერი, თეთრი, ყვითელი, ყომრალი. ამ მინერალის წყლისებრ გამჭვირვალე კრისტალებს მთის ბროლი ეწოდება; იისფერ სახესხვაობებს – ამეთვისტო; ბოლისფერ კვარცს – კვამლაკვარცი (რაუხტოპაზი); მუქ, თითქმის შავ კვარცს – მორიონი; ოქროსფერი ელფერის ყვითელს – ციტრინი. ყველა ეს ჩამოთვლილი სახესხვაობა გამჭვირვალეა. ასეთების გვერდით არსებობს არაგამჭვირვალე სახესხვაობები, რომლებსაც კრისტალები არა აქვთ: პრაზემი, ავანტიურინი, ქალცედონი, სარდიონი, სარდერი და სხვ.

კვარცის სიმტკიცე კუმშვისას აღწევს 2000 მპა, სიმკვრივე – 2650-2750 კგ/მ3, სიმაგრე – 7, იგი მჟავა და ატმოსფერომედეგია. 1710°C-ზე დნება და სწრაფი გაცივებისას წარმოქმნის SiO2 ამორფულ კაჟმიწას (კვარცის მინას). მაღალი წნევის (6-12 ატმ.) და ტემპერატურის (175-200°C) შეთხვევაში უერთდება ფუძეებს და წარმოქმნის სათანადო დასახელების ჰიდროსილიკატებს (მაგ., CaO·SiO2·nH2O). კვარცს დიდი რაოდენობით შეიცავს გრანიტი, დიორიტი, სიენიტი და სხვა ქანები. მათი გამოფიტვით მიიღება ქვიშის მარცვლები. სუფთა კვარცი ქვიშის სახით საქართველოში გვხვდება სურამში, ძირულაში, შროშაში, მარელისში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები