სიენიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიენიტი – (ფრანგ. syénite < ბერძ. syēnē < ეგვიპტის ქ. სიენეს (თანამედროვე ქ. ასუანი) სახელის მიხედვით), მაღალი სიმტკიცის, ფერით გრანიტზე მუქი ბუნებრივი სიღრმული მაგმური მთის ქანი. გამოიყენება შენობის ფასადების და ძეგლების მოსაპირკეთებლად. დროთა განმავლობაში ადვილად იფიტება.