ქალცედონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქალცედონი − (ინგლ. Chalcedony < ტერმინის სახელი დაკავშირებუ-ლია ძველბეძნული ქალაქის ქალკიდონის (მცირე აზია) სახელთან), მინერალი, კვარცის ფარულკრისტალური ნაირსახეობა.
ქიმიური ფორმულა – SiO2.
სიმკვრივე – 2580-2640 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 6-7.
აქვს ბოჭკოვანი აგებულება, მქრქალია, ნახევრადგამჭვირვალე. ცნობილია ქალცედონის მრავალი სახეობა: სარდიონი (წითელი), აქატი, ქრიზოპრაზი , პარალელურზოლიანი ონიქსი (შავი და თეთრი ზოლებით), ავენტურინი (მწვანე კვარცის ნაირსახეობა) და სხვ. ქ. ამზადებენ ლაბორატორიულ ჭურჭელს, ზუსტი ხელსაწყოების ნაწილებს და სხვ. საქართველოში მისი საბადოებია ახალციხეში.