პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1946

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1946 - მიმდინარეობდა 1946 წლის 29 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე, საერთაშორისო კონფერენცია ფაშისტური გერმანიის ყოფილ მოკავშირეებთან – იტალიასთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და ფინეთთან ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოების საზავო ხელშეკრულებების პროექტების განსახილველად.

მონაწილეობდნენ: სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბელგია, ბელორუსიის სსრ, ბრაზილია, ეთიოპია, ინდოეთი, იუგოსლავია, კანადა, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, საბერძნეთი, სამხრეთი აფრიკის კავშირი, უკრაინის სსრ, ჩეხოსლოვაკია, სულ 21 ქვეყანა. დაინტერესებულ სახელმწიფოთა (ავსტრია, ალბანეთი, ეგვიპტე, ერაყი, ირანი, კუბა, მექსიკა) დელეგაციებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. კონფერენციამ მოისმინა გერმანიის ყოფილ მოკავშირეთა მთავრობების დელეგაციათა აზრი. საზავო ხელშეკრულებების მომზადების საკითხი კონფერენციის მოწვევამდე რამდენჯერმე განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ (სსმს) მოსკოვში, ლონდონსა და პარიზში. კონფერენციის მსვლელობის დროს იმართებოდა მწვავე დისკუსიები საბჭოთა დელეგაციასა და დასავლეთის სახელმწიფოთა (განსაკუთრებით აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის) დელეგაციათა შორის.

კონფერენციაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები: მაგ, ქ. ტრიესტის და დუნაის „ინტერნაციონალიზაცია“, საბერძნეთის მოთხოვნები ალბანეთისა და ბულგარეთის მიმართ, იტალიის ყოფილი კოლონიების ბედი. კონფერენციამ ძირითადად დაამტკიცა სსმს-ში მიღწეული შეთანხმებები. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, კონფერენციამ მიიღო ზოგიერთი რეკომენდაცია ( მაგ. დუნაის „ინტერნაციონალიზაციის” შესახებ და სხვ). ხუთ ევროპულ ქვეყანასთან საზავო ხელშეკრულების საკითხი შემდგომ განიხილა სსმს-ს ნიუ-იორკის სესიამ (1946 წლის ნოემბერ-დეკემბერი) ხოლო ხელმოწერა გაიმართა 1947 წლის 10 თებერვალს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები