რუმინეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუმინეთი დროშა

რუმინეთი (ინგლ. Romania)სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უმთავრესად ქვემო დუნაის აუზში. ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა.

ფართობი – 237,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 22,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – რუმინული.

დედაქალაქი – ქ. ბუქარესტი.

ადმინისტრაციულად იყოფა 41 ოლქად და ბუქარესტის მუნიციპალიტეტად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.

რუმინეთის თანამედროვე საზღვრები დაადგინეს პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით 1947 წელს. 1947 წელს გაუქმდა მონარქია და გამოცხადდა სახალხო რესპუბლიკად. თანამედროვე დასახელება დამკვიდრდა 1989 წელს. რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება. სამხედრო მრეწველობას შეუძლია აწარმოოს საარტილერიო სისტემები და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, ტანკები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ხომალდები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია:სიმინდის, შაქრის ჭარხლის და მზესუმზირის მოყვანა.

მთავარი საზღვაო პორტი: კონსტანცა.

საერთაშორისო აეროპორტი – ბუქარესტი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 73,3 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 43 ათ., სამხედრო-საჰაერო 9,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 7,4 ათ., სასაზღვრო 13,2 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები