ორიციკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორიციკლი – (ტერმინი შედგენილია ბერძნული სიტყვებიდან ορiοζ – „ზღვრული“ და κiκλοζ - „წრე“, σφαiρα – „სფერო“).

ლობაჩევსკის სიბრტყეში სამი ძირითადი ტიპის წირებიდან ერთ-ერთი (წრეწირი, ორიციკლი, ჰიპერციკლი).

ყოველი წრფე კვეთს ორიციკლს არა უმეტეს ორი წერტილისა. ყველა ორიციკლი ერთმანეთის კონგრუენტულია. წრეწირისაგან განსხვავებით, ორიციკლი არის ღია (ჩაუკეტავი) წირი ლობაჩევსკის სიბრტყეზე, ისევე როგორც ეკვიდისტანტა (ჰიპერციკლი). ორიციკლი შეიძლება განვიხილოთ, როგორც წრეწირის ზღვრული მდებარეობა, როდესაც მისი ცენტრი მიისწრაფვის უსასრულობისაკენ ნორმალის გასწვრივ (ანუ რადიუსი იზრდება უსასრულოდ). ორიციკლს აქვს მუდმივი სიმრუდე.

ორისფეროს და ორიციკლის ცნება და ტერმინები შემოიღო ნ. ლობაჩევსკიმ. რუსულ გამოცემებში იგი ხმარობდა სახელწოდებას „ზღვრული სფერო“, „ზღვრული წრე“, ხოლო უცხოურ გამოცემებში - ტერმინებს Granzlinie, აგრეთვე horicycle (Oricycle).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები