ორისფერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორისფეროზედაპირი ლობაჩევსკის სივრცეში, რომელიც მიიღება ორიციკლის ბრუნვით მისი ერთ-ერთი ღერძის გარშემო. ორისფერო არის ლობაჩევსკის სივრცეში სამი ძირითადი ტიპის ზედაპირიდან ერთ-ერთი (ორისფერო, სფერო, ჰიპერსფერო). ორისფერო არის ორიციკლის სივრცითი ანალოგი. ყველა ორისფერო ერთმანეთის კონგრუენტულია. ორისფეროზე სრულდება აბსოლუტური გეომეტრიის ყველა წინადადება, თუ „წერტილში“ ვიგულისხმებთ ორისფეროს წერტილს, „წრფეში“ - ორისფეროს ორიციკლს და ზოგიერთ სხვა შეთანხმებას.

ორისფეროს სხვანაირად ზღვრული ზედაპირი ეწოდება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები