კონგრუენტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონგრუენტობა – (ლათ. congruentis – თანამთხვევადი). მისგან წარმოიქმნა სიტყვა „კონგრუენცია“ – „შესაბამისი“, „თანაშეზომილი“. კონგრუენტობის პირველსაწყისი ცნება შემოიღო პაშმა თავის წიგნში „ახალი გეომეტრია“ (1882); მასვე ეკუთვნის კონგრუენტობის აქსიომები; მის სისტემაში ზოგიერთი ცვლილება შეიტანეს ჰილბერტმა და მურმა. ნიშანი ≡ გადმოღებულია შედარების თეორიიდან.

სიტყვა კონგრუენტობა გეომეტრიის ტერმინია, რომელსაც ელემენტარულ გეომეტრიაში იყენებენ მონაკვეთების, კუთხეების, ფიგურათა და სხვა ტოლობის აღსანიშნავად; იგი ითვლება ელემენტარული გეომეტრიის ერთ-ერთ ძირითად ცნებად. მაგალითად, ორ ფიგურას ეწოდება კონგრუენტული, თუ ერთ-ერთი მათგანის მეორეში გადაყვანა შეიძლება მოძრაობის საშუალებით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები