წრეწირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრეწირიბერძნ. περιφερια – წრეწირი (პერიფერია) – სიბრტყის ყველა იმ წერტილის სიმრავლე, რომლებიც ერთი და იგივე R მანძილით არიან დაშორებული იმავე სიბრტყის მოცემული 0 წერტილიდან. R- წრეწირის რადიუსია, 0 - წრეწირის ცენტრი.

წრეწირის სიგრძე ℓ = 2πR -ის ტოლია. წრეწირის სიმრუდე (1/R) მის ყოველ წერტილში ერთი და იგივეა. დეკარტის მართკუთხა კოორდინატებში წრეწირის განტოლებას ასეთი სახე აქვს:

(x-a)2+(y-b)2= R2,

სადაც (a,b) – წრეწირის ცენტრის კოორდინატებია.

წრეწირის პარამეტრული განტოლება, ცენტრით კოორდინატთა სისტემის სათავეში, ასეთი სახისაა:

x= Rcost, y= Rsint,

სადაც x, y – წრეწირის M წერტილის კოორდინატებია, t – პარამეტრი (პოლარული კუთხის სიდიდე).

წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან მუდმივი სიდიდეა: π=3,14159...


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები