მობილური ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მობილური ძალები

1. სწრაფადმოძრავი მრავალეროვანი ფორმირება, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობას.

შეიქმნა 1960 წელს ვითარების მკვეთრი გამწვავების რაიონებში უპირველესი ამოქმედების მიზნით, აგრეთვე ალიანსის ერთიანობის და იმის დემონსტრირებისთვის, რომ მზად არის იარაღის ძალით დაიცვას კოლექტიური ინტერესები. შედგება მობილური სახმელეთო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან, რომლებიც მოიცავენ ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ტაქტიკური ავიაციის ესკადრილიებს და გაძლიერებულ ბატალიონებს.

მშვიდობიანობის დროს დისლოცირებულია ეროვნული შენაერთების და ნაწილების განლაგების ადგილებში, მუდმივ მზადყოფნაშია ჰაერით გადასროლისა და ახალ ბაზაში გადასვლისთვის.


2. ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული კომპონენტი, რომელიც შეიცავს შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მხრივ გამორჩეულ შენაერთებს, ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები