მთავარსარდლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავარსარდლობა - საომარი მოქმედებების თეატრში ან სტრატეგიულ მიმართულებაზე ჯარების (ძალების) ხელმძღვანელობის სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) ორგანო. სათავეში უდგას მთავარსარდალი, რომელსაც ექვემდებარება შტაბი და შეიარაღებული ძალების სახეობების ოპერატიული გაერთიანებების სარდლობა. მთავარსარდლობის საქმიანობას კოორდინაციას უწევს უმაღლესი მთავარსარდლობა.