სარდლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარდლობა
1. ხელმძღვანელი შემადგენლობის თანამდებობის პირები, რომლებიც სათავეში უდგანან სამხედრო დაწესებულებებს. სარდლობაში შედიან მეთაური, მისი მოადგილეები და შტაბის უფროსი.
2. მმართველობითი პროცესი, საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს ჯარების (ძალების) ხელმძღვანელობა. სარდლობა და ოპერატიული დაქვემდებარება, მეთაურების (სარდლების) უფლებამოსილება, მოვალეობა და მოღვაწეობა ჯარების სარდლობის და კოორდინაციის სფეროში, ასევე საბრძოლო მოქმედებების წარმოებასთან დაკავშირებული ბრძანებების შესრულებაში.