დისლოკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დისლოკაცია - (ლათინური dislocatio – გადაადგილება), სახმელეთო ჯარების განთავსება სპეციალურ სამხედრო ქალაქებში, ბანაკებსა და სხვა ადგილებში. ავიაციაში გულისხმობს მათ განთავსებას ბაზირების აეროდრომებზე, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებში გემების განთავსებას პორტებში და სამხედრო-საზღვაო ბაზებზე.
ბაზირების აეროდრომი
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017