კონსტრუქციული პლასტმასები
კონსტრუქციული პლასტმასები – კონსტრუქციული ეწოდება ისეთ პლასტმასს, რომელიც სამშენებლო კონსტრუქციებისა და დეტალების დასამზადებლად გამოიყენება. მას მოეთხოვება მაღალი სიმტკიცე, სიხისტე და საკმარისი წინაღობა ატმოსფერული ზემოქმედებისა და ცეცხლისადმი. ამ მოთხოვნებს ძირითადად აკმაყოფილებს პლასტმასის შემდეგი ნაირსახეობები: მინატექსტოლიტი, მინაპლასტიკი, ქაფპლასტი, პოლიურეთანი, პოლისტირენი, პოლიკარბონატი, პოლივინილქლორიდი, ორგანული მინა, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი, მერქან-ფენოვანი პლასტიკები, მერქანბოჭკოვანი ფილები, მერქანბურბუშელოვანი ფილები, პლასტმასის აფსკები და ჰაერგაუმტარი ქსოვილები, სინთეზური წებოები, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი და სხვ.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში, საზღვარგარეთულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოყვანილია დღეისათვის არსებული ძირითადი პოლიმერული მასალების დასახელებები, მათი საერთაშორისო ასოითი აღნიშვნები, აგრეთვე მითითებულია თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნის ესა თუ იგი მასალა – თერმოპლასტიკურს თუ თერმორეაქტიულს.
ძირითადი პოლიმერული მასალები, მათი საერთაშორისო აღნიშვნა და ჯგუფები
(თერმოპლასტიკური თუ თერმორეაქტიული)
დასახელება | შემოკლებული აღნიშვნები | თერმოპლასტიკური | თერმორეაქტიული |
---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 |
აკრილნიტრილბუტადიენსტირენული პლასტმასები | ABS | — | |
ცელულოზის კარბოქსილმეთილი | CMC | — | |
კაზეინი | CS | — | |
ცელულოზის აცეტატი | CA | — | |
ცელულოზის ბუტირატ აცეტატი | CAB | — | |
ცელულოზის პროპიონატ აცეტატი | CAP | — | |
ცელულოზის ნიტრატი | CN | — | |
ცელულოზის პროპიონატი | CP | — | |
კრეზოლ-ფორმალდეჰიდი | CF | — | |
დიალილის ფთალატი | PDAP | — | |
ეპოქსიდი | EP | — | |
ეთილცელულოზა | EC | — | |
მელამინფორმალდეჰიდი | MF | — | |
ეთილენპროპილენი | FEP | — | |
ფენოლფორმალდეჰიდი | PF | — | |
პოლიაკრილის მჟავა | PAA | — | |
ნეილონი (პოლიამიდი) | PA | — | |
პოლიბუტადიენაკრილნიტრილი | PBAN | — | |
პოლიბუტადიენსტირენი | PBS | — | |
პოლიკარბონატი | PS | — | |
პოლიდიალილფთალატი | PDAP | — | |
პოლიეთილენი | PE | — | |
ტერეფთალატის პოლიეთილენი | PETP | — | |
პოლიმეთილქლორაკრილატი | PMCA | — | |
პოლიმეთილმეტაკრილატი (ორგანული მინა) | PMMA | — | |
პოლიმონოქლორტრიფთორეთილენი | PCTFE | — | |
პოლიაცეტალი (პოლიოქსიმეთილენი) | POM | — | |
პოლიპროპილენი | PP | — | |
პოლისტირენი | PS | — | |
პოლიტეტრაფთორეთილენი | PTFE | — | |
პოლივინილაცეტატი | PVAc | — | |
პოლივინილის სპირტი | PVAL | — | |
პოლივინილბუტირალი | PVB | — | |
პოლივინილქლორიდი (პვქ) | PVC | — | |
პოლივინილქლორიდაცეტატი | PVCAc | — | |
პოლივინილფთორიდი | PVF | — | |
პოლივინილფორმალი | PVFM | — | |
სილიკონური პლასტმასები | SJი | — | |
სტირენაკრილნიტრატი | SAN | — | |
სტირენბუტადიენური პლასტმასები | SBP | — | |
სტირენკაუჩუკის პლასტმასები | SRP | — | |
შარდოვანაფორმალდეჰიდი | UF | — | |
ურეთანული პლასტმასები | UP | — |