ევროკავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Evrokacshiris drosha.png

ევროკავშირი - (European Union - EU) - შეიქმნა ევროპული გაერთიანების ბაზაზე მაახსტრიტის 1993 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. ადგილსამყოფელია ბრიუსელი. 1993 წლიდან ევროკავშირში გაუქმდა შეზღუდვები კაპიტალის, სამუშაო ძალის, საქონლის, მომსახურების თავისუფალ გადაადგილებაზე. 2007 წლის ბოლოსათვის მისი წევრი 27 ქვეყანა გახდა. ესენია: საფრანგეთი, ბელგია, გფრ, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი. ამჟამად 27 ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს ზოგჯერ EU27-ს უწოდებენ. ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო. ამ ქვეყნებზე მოდის EU27-ის 75%. ევროკავშირის საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოა ევროპარლამენტი, რომლის ადგილსამყოფელია სტრასბურგი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები