ალბიე-მონტრონდი
ალბიე-მონტრონდი – (ინგლ. Albiez-Montrond, რუს. Альбье-Монтронд), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, რონაალპების რეგიონში, სავოიის დეპარტამენტის სენ-ჟან-დე-მორიენის ოლქში, ალბიეს კომუნაში, ქ. სენ-ჟან-დე-მორიენიდან 8 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. გრენობლიდან 52 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. შამბერიდან 44, ხოლო ქ. ლიონიდან 133 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპებში. კურორტ ალბიე-მონტრონდის ადგილმდებარეობის მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1500 მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 2020 მ. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზღვის დონიდან 1500-1700 მ-ის სიმაღლეზე, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსული ტურისტები ცხოვრობენ, ჰავა ზომიერად კონტინენტურია, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 14,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,3°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1211 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარსა (313 მმ) და შემოდგომაზე (312 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (282 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა დეკემბერი (114 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – ივლისი (80 მმ).
მცენარეული საფარი – ალბიე-მონტრონდში გვხვდება: მუხის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: სოჭის, ნაძვისა და ფიჭვის მასივები, მაღალი მთის ბუჩქნარი (დეკა, მთის ფიჭვი და სხვ.) და დაბალბალახიანი ალპური მდელოები, სადაც ხარობს: ფხიჭა, ფურისულა, ყოჩივარდა, ასტრა და სხვ.
ალბიე-მონტრონდის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალბიე-მონტრონდის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალბიე-მონტრონდში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა, სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; მთების ფერდობებიდან პარაშუტით ხტომა; ფრენა ვერტმფრენითა და დელტაპლანით და სხვ.; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ალბიე-მონტრონდსა და მის მიდამოებში (ბაროკოს სტილში აშენებული სამრეკლო (XVII საუკუნე), ალბიე-მონტრონდის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XIX საუკუნეში, XVII საუკუნეში აშენებული ეკლესიის ადგილზე); კლდე „რკო ფინჯნებში“; გიგანტური „ქალიშვილი დაფარული თავით“ – 2 ქვისგან შემდგარი დიდი ზომის კონსტრუქცია; „ბერი შამპლანიდან“ – ქვა, რომლის სიმაღლეა 25 მ-ზე მეტი და სხვ.), ქ. სენ-ჟან-დემორიენში (წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (IX საუკუნე); მუზეუმები – ოპინელის, კოსტიუმისა და სახალხო ტრადიციების და სხვ.; მდინარე არკის ხეობა და სხვ.);
ქ. შამბერში (წმიდა ფრანსუას სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (1418-1587 წლები) ორგანით (1847 წელი) და ტურინის გარდამოხსნით, რომელიც გამოფენილია 2010 წლიდან ამ ტაძარში; წმიდა პეტრეს (Saint Pierre de Lemenc) სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XVI საუკუნის დასასრულს და XVII საუკუნის დასაწყისში, IX საუკუნეში აშენებული ეკლესიის ადგილზე, ბევრჯერ გადაკეთდა), IX საუკუნის კრიპტითა და აკლდამებით; იეზუიტების ეკლესია ნოტრ-დამი (1599-1646 წლები), ორგანით (XIX საუკუნე); რომაულ-კათოლიკური წმიდა სამლოცველო (აშენდა 1431 წელს, რესტავრაცია ჩაუტარდა 1650-1660 წლებში); სავოიის ჰერცოგების ყოფილი ციხე-დარბაზი (აშენდა XIII საუკუნეში, ბევრჯერ გადაკეთდა); La-Porterie – XIII-XIV საუკუნეების ნაგებობები, აღნიშნულ ციხე-დარბაზთან; კოშკები – ტრეზორი (XIV საუკუნე) წმიდა ფრანსუას სახელობის საკათედრო ტაძრის განძით, დემირონდე (1403-1430 წლები) და საარქივო (1440-1455 წლები); შადრევნები: Borneau(1699 წელი), სპილოების (1838 წელი), Coeur Flambant (1752 წელი), Roronde d’Imprimerie (აშენდა 1913 წელს, გადაკეთდა შადრევნად 1990 წელს), Marmousets (1978 წელი) და სხვ.; 70 ზარიანი კარილიონი (დაიდგა 1992 წელს); პარკები – ვერნე (1381 წელი), Buissom Rond et Chateau de Boigne ალპური როზარიუმითა და XIX საუკუნის ციხე-დარბაზით, Clos Savoiroux (1910 წელი) ჟან-ჟაკ რუსოს ბრინჯაოს ქანდაკებითა და ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალით; ჩარლზ დულინის თეატრი (აშენდა 1824 წელს, გადაკეთდა 1866 წელს) და სხვ.),
ქ. ლიონში (გალო-რომაული ამფითეატრი (ახ.წ. 19 წელი); რომაულ-კათოლიკური სააბატოები – სენ-მარტენ დ’ენაის სახელობის (XII საუკუნე), სენ-ნომ-დე-იისუსის სახელობის (XIX საუკუნე) და სხვ.; წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XII-XV საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სენ-ნიზიეს სახელობის (აშენდა V საუკუნეში, გადაკეთდა ჯერ XI, ხოლო შემდეგ – XIV-XVI საუკუნეებში), სენ-ირინეის სახელობის (VI საუკუნე), სენ-პოლის სახელობის (IX საუკუნე), სენ-მარტენ დ’ენაის სახელობის (XI საუკუნის დასასრული და XII საუკუნის დასაწყისი), სენ-ჟუსტის სახელობის (XVI საუკუნე), სენ-ბრუნო-დე-შარტრეს სახელობის (აშენდა 1736 წელს, გადაკეთდა 1871 წელს), სენ-პოლიკარპეს სახელობის (აშენდა XVIII საუკუნეში, რესტავრაცია ჩაუტარდა XIX საუკუნეში), ნოტრ-დამ დე სენ-ვისენტის სახელობის (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი), სენ-ფრენო დე სალესის სახელობის (XIX საუკუნე), სენ-პოტინის სახელობის (1843 წელი), სენჟორჟის სახელობის (1844 წელი), სენ-ჟან-ანტრეს სახელობის (XX საუკუნის 60-იანი წლები) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური ბაზილიკები – სენ-მარტენ დ’ენაის სახელობის (XII საუკუნე), ნოტრ-დამ-დე-ფურვიერის სახელობის (1872-1896 წლები) და სხვ.; რომაულ-კათოლიკური სამლოცველოები – ყოვლადწმიდა სამების სახელობის (აშენდა 1717 წელს, რესტავრაცია ჩაუტარდა XXI საუკუნის დასაწყისში), სენ-ბრუნო-დე-შარტრეს სახელობის (აშენდა 1736 წელს, გადაკეთდა 1871 წელს) და სხვ.; პროტესტანტული ეკლესიები – ლიონის დიდი ტაძარი (XIX საუკუნის II ნახევარი), „უმწიკვლო კონცეფცია“ (XX საუკუნის დასაწყისი) და სხვ.; სინაგოგა (XIX საუკუნის II ნახევარი); მეჩეთი (1992-1994 წლები) და სხვ.; ოტელ დიე – ჰოსპიტალი (აშენდა VII საუკუნეში, არაერთხელ გადაკეთდა, ბოლოს გადაკეთედა და რესტავრაცია ჩაუტარდა 1822-1827 წლებში); მანეკანტერიის (მგალობელთა სკოლის) შენობა (XII საუკუნე); ლიონის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა (XIV საუკუნე); ვარდისფერი კოშკი (XVI საუკუნე); ვილეროისის (XVI საუკუნე) და ლორენკინის (XVI საუკუნე) ოტელები; ვისტეს (XIV საუკუნე), ტომასინის (XV საუკუნე), შამარიეს (XV-XVI საუკუნეები), სოლეილის (XVII საუკუნე) ნაგებობები; სასახლეები _ სენ-ჟანის (აშენდა XII საუკუნეში, გაფართოვდა XV საუკუნეში), მთავრობის (XV საუკუნე), სენ-პიერის (XVII საუკუნის II ნახევარი), ყოფილი მართლმსაჯულების (1835-1845 წლები), ვაჭრობის (1855-1862 წლები) და სხვ.; ბირჟის შენობა (XVII საუკუნის შუა ხანები); უმაღლესი მუსიკის კონსერვატორია (აშენდა XVII საუკუნეში და კონსერვატორიად გადაკეთდა 1985-1988 წლებში); ლიონის ნაციონალური ოპერის შენობა (XVIII საუკუნე); მოედნები – კომფორტის (ამჟამად იაკობინელების, 1556 წელი), ბელკურის (XVIII საუკუნე) და სხვ.; რონის პრეფექტურის შენობა (1879-1990 წლები); ლითონის კოშკი ფურვიერზე (1892-1894 წლები); ტაძარი ლანტენე (1857 წელი) ორგანით (1891 წელი); ბერტოლდის შადრევანი (XIX საუკუნის დასასრული); ლიონის ფრესკები შენობაზე (XIX-XX საუკუნეები); ამერიკის შეერთებული შტატების კვარტალი (XX საუკუნის დასაწყისი); მუზეუმები – სენჟანის ტაძრის საგანძური, გალო-რომაული ცივილიზაციის, ლიონის ისტორიის, შეერთების (ყოფილი ჰიმეს ბუნებრივი ისტორიის) და მისი არქივი, ლიონის სამოქალაქო ჰოსპისების, მედიცინის ისტორიის, მინიატურებისა და კინოფილმების დეკორაციების, ლიუმერის, აბრეშუმის, ქუდების, ფეიქრების სახლი, აფრიკელების, მინიატურების სასახლე, ნატიფი ხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების, ტექსტილისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, თოჯინების, ბანკების, ბეჭდის, ტონი გარნიეს, ჰენრი მალარტრის ავტომანქანების, ქსოვილებისა და დეკორატიული ხელოვნების, წმინდა ხელოვნების, ტელეკომუნიკაციების, სახანძრო საქმის; გროს-კაილოს ქვა; არქეოლოგიური პარკი ფურვიერზე; არქეოლოგიური პარკი „სენ-ჟანი“; პარკები – „ოქროს თავი“, სიმაღლეების, ბალმონის ტყე, ჟორჟ ბაზინის, შამბოვეს, მდინარეთა შერთვის და სხვ.; ბაღები – კარტეზიანელთა, როსა-მირის, ლოცვების და სხვ.; ზოოლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი პარკში „ოქროს თავი“, პლანეტარიუმი და სხვ.),
ქ. ლიონის მიდამოებში (აკვარიუმი ქ. ლიონიდან 2 კმში (XX საუკუნის მეორე ნახევარი); საავადმყოფო (1910 წელი) და სტადიონი (XX საუკუნის II ნახევარი), გრანჟ-ბლანჟში; საცხოვრებელი რაიონი დიუშერში (1960-1966 წლები) და სხვ.).