მოედანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავისუფლების მოედანი. თბილისი

მოედანი – საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე, ხუროთმოძღვრულად ორგანიზებული სივრცე შენობებითა და მწვანე სივრცეებით, რომელიც შედის ქალაქის სივრცეთა საერთო სისტემაში.

მოედნების უმეტესობა რთული ლანდშაფტია, რომლებიც შესაფერისია ღია ბაზრებისთვის, კონცერტებისთვის, პოლიტიკური მიტინგებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. ქალაქის მოედნების უმრავლესობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, აქ ჩვეულებრივ გარშემორტყმულია მაღაზიებით, მოედნებს ხშირად ამშვენებს შადრევნები, ქანდაკებები და სხვ.

მოედნების ტრადიციული დასახელებებია: ძველ საბერძნეთში - აგორა, ძველ რომში - ფორუმი, ესპანეთში - პლაზა, გერმანიაში - პლეც, საფრანგეთში - ესპლანადა, აზიაში - მეიდანი.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები