კირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:37, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კირი – უძველესი შემკვრელი ნივთიერება, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება სილიკატური ბეტონის, აგურის, დუღაბის, დაბალი სიმტკიცის ბეტონისა და ქვის დასამზადებლად.

ჰაერული კირის ნედლეულია კარბონატული მთის ქანი: კირქვა, ცარცი, ნიჟარქვა, დოლომიტოვანი კირქვა და ზოგჯერ ქიმიური წარმოების ნარჩენი. ისინი 8%-ზე მეტ თიხოვან მინარევს არ უნდა შეიცავდეს.

მშენებლობაში გამოიყენება ჩაუმქრალი კირი, რომლის ძირითადი ნაწილია კალციუმის ოქსიდი CaO და ჩამქრალი კირი, რომელიც მიიღება მასზე წყლის ზემოქმედებით და შედგება Ca(OH)2-საგან. ჰაერულ კირს ზოგჯერ უმატებენ მინერალურ დანამატს - მთის დაფქულ ქანს (პემზა, ტუფი, თაბაშირის ქვა, კვარცის ქვიშა), ასევე წარმოების ნარჩენებს (ბრძმედის წიდა, ნაცარი). ჩაქრობის სიჩქარის მიხედვით არჩევენ სწრაფქრობადს (ჩაქრობის სიჩქარე 20 წთ-მდე) და ნელქრობად კირს (ჩაქრობის სიჩქარე 20 წთ-ზე მეტი).

კირი სუსტი შემკვრელია, მასზე დამზადებული დუღაბისა და ბეტონის სიმტკიცე 28 დღის შემდეგ შეადგენს 0,5-2 მპა. სიმტკიცე მნიშვნელოვნად იზრდება ავტოკლავური დამუშავებისას, რომლის რეჟიმით შეიძლება 20-40 მპა და მეტი სიმტკიცის ავტოკლავური მძიმე სილიკატური ბეტონის მიღება. ასეთივე რეჟიმით ამზადებენ უჯრედოვან ბეტონს. ავტოკლავური სილიკატური მასალის დასამზადებლად გამოიყენება სწრაფქრობადი კირი დაფქული კირი თვეზე მეტი არ უნდა შევინახოთ, რადგან ჰაერიდან იძენს ტენს და კარგავს აქტიურობას. მშენებლობაში გამოყენებული კირის სახეებია: არაბმული, გამომწვარი, გამოწვაუკმარი, თავისუფალი, დოლომიტიანი, მაგნეზიური, მწვავე, მჭლე, ნატრიუმიანი, ნაყარი, ნელქრობადი, სათეთრებელი, საშუალოქრობადი, სწრაფქრობადი, უკმარჩამქრალი, ქლორიანი, ჩამქრალი, ჩაუმქრალი, ჰაერული, ჰიდრავლიკური, ჰიდრატული და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები