ქანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქანი – დედამიწის ქერქის ამგები მინერალური მასალა (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ გეოლოგიურ სხეულს. ის სხვადასხვა შედგენილობის მინერალების მექანიკური ერთობლიობაა.

ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდება სტრუქტურითა და ფიზიკური თვისებებით. საშენი მასალების წარმოებაში ძირითადი ნედლეულია მთის ქანი. წარმოქმნის მიხედვით მთის ქანი არის: ვულკანური ამოფრქვეული ლავის სახით, დანალექი და მეტამორფული. მათი ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებია: სიმტკიცე, სიმყიფე, აბრაზიულობა, სისხო და სხვ. კუმშვაზე სიმტკიცის ზღვარის მიხედვით მთის ქანი არის: განსაკუთრებით მტკიცე (>250 მპა), მტკიცე (150-250 მპა), საშუალო სიმტკიცის (80-150 მპა) და რბილი ( < 80 მპა). ასეთ მთის ქანებს არამადნეული სასარგებლო წიაღისეული ეწოდება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები