ცარცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ცარცი (СаСО3) – (ბერძ. μέλος ), ერთგვარი კირქვა, ორგანული (ზოოგენური) წარმოშობის დანალექი, რომელიც შედგება კალციტისგან.

ცარცი თეთრი ფერისაა, რბილი და მსხვრევადი. ცარცის ქიმიური შემადგენლობის საფუძველია კალციუმის კარბონატი მცირე რაოდენობით მაგნიუმის კარბონატით. მაგრამ ასევე გვხვდება არაკარბონატული ნაწილიც, ძირითადად ლითონის ოქსიდები.

ცარცი ცარცის ქაღალდის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტია, რომელიც გამოიყენება პოლიგრაფიაში ხარისხიანი ილუსტრირებული პუბლიკაციების დასაბეჭდად. დაფქული ცარცი ფართოდ გამოიყენება როგორც იაფი მასალა ღობეების, კედლების, ბორდიურების გასათეთრებლად. ცარცი როგორც შემავსებელი გამოიყენება რეზინის, პლასტმასის, ქაღალდის, საღებავებისა და ლაქების შესაქმნელად. სოფლის მეურნეობაში ცარცს იყენებენ ხეების ღეროს მზისგან დასაცავად. ცარცი ასევე გამოიყენება პარფიუმერიაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები