პემზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pemza.jpg

პემზა (ძვ. ფრანგ. pomis < ლათ. pūmex პემზის ქვა < spūma ქაფი) – ფოროვანი, ღრუბლოვან-დაჩვრეტილი მინისებრი ვულკანური ქანი. წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევისას, მჟავა ლავების აფუებისა და სწრაფი გამაგრების შედეგად. პემზის ფორიანობა აღწევს 80%-ს, მოცულობითი მასაა 400-900 კგ/მ3. თეთრი, რუხი და მოყვითალო ფერისაა. ლღვება 1300-1450°С ტემპერატურაზე. დამახასიათებელია მცირე თბოგამტარობა. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად, ლაქების ამოსაყვანად და სხვ. პემზური ქვიშა და ფერფლი გამოიყენება ცემენტში ჰიდრავლიკური დანამატის სახით. პემზა საბადოები გვხვდება ვულკანოგენურ რაიონებში. ის ხშირად განლაგებულია სხვადასხვაგვარ ვულკანურ ფერფლთან და ტუფებთან ერთად. მაღალი ხარისხის პემზა მოიპოვება ლიპარის კუნძულებზე. პემზა საბადო ცნობილია აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები